in

გამორჩეული დიზაინის მქონე 6 მაღაზია თბილისში

თბილისი ცნობილია გემოვნებიანი ობიექტების სიმრავლით. დედაქალაქში ხშირად წააწყდებით გამორჩეული დიზაინის მქონე საცხოვრებელ სახლებს, კვების ობიექტებსა თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე სივრცეებს. დღევანდელ სტატიაში ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მაღაზიების ჩამონათვალი შემოგთავაზოთ, რომლებიც მნახველის ყურადღებას განსაკუთრებული სტილითა და დახვეწილი ვიზუალური მხარით იქცევენ.

1. სასურსათო მაღაზია 

„წერტი“ ტრადიციული ქართული სასურსათო პროდუქციის ბრენდია, რომლის კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის ქუჩა #15-ში და მისი ინტერიერის დიზაინზე Dadiani Architects-მა იმუშავა.

ნახეთ პროექტი სრულად

2. თაფლის მაღაზია-კაფე

აღნიშნული პროექტი არქიტექტურულ სტუდია Laboratory of Architecture #3-ს ეკუთვნის. ეს არის 60 კვადრატული მეტრის სივრცე, რომლის ცენტრალურ ელემენტს დიდი ზომის დისკო წარმოადგენს. აღნიშნული მზისებრი ფორმის მქონე ობიექტი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს, არამედ ის სრულად ფუნქიონალური დანიშნულებისაა და მასზე კომპანიის მიერ შემოთავაზებული თაფლის სხვადასხვა სახეობებია წარმოდგენილი.

ნახეთ პროექტი სრულად

3. Anouki-ს კონცეპტუალური სივრცე

ეს დახვეწილი შოურუმი, სახელწოდებით “ანუკი და კაფე, წიგნები, ემოციები” თარხნიშვილის #2-ში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიის ინტერიერზე, ანუკი არეშიძემ MOTIF DESIGN-ის ჯგუფთან ერთად იმუშავა და საკუთარი ხედვები პროფესიონალების დახმარებით რეალობად აქცია.

ნახეთ პროექტი სრულად

4. ქართული ფეხსაცმლის ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია

Crosty ქართული ფეხსაცმლის ბრენდია, რომელმაც მოკლე დროში საერთაშორისო დონის წარმატებას მიაღწია. ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს თბილისის შუაგულში, ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე და მის ინტერიერზე DODO Designs-მა იმუშავა.

ნახეთ პროექტი სრულად

5. Phubber-ის ოფისი-შოურუმი

Phubber Consignment, რომელიც მთაწმინდის ქუჩაზე მდებარეობს, 110 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. პროექტის დიზაინზე Accent by her-ის დამფუძნებელმა, თაკო უნდილაშვილმა იმუშავა.

ნახეთ პროექტი სრულად

6. საპონერია

საპონერია” ხელნაკეთი საპნებისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქტების მაღაზიაა, რომელიც არაყიშვილის 8 ნომერში მდებარეობს.  მაღაზიის ინტერიერზე რამდენიმე დიზაინერმა იმუშავა და მათი ხედვა იდეალურად დაემთხვა დამფუძნებლების ჩანაფიქრს, რაც ფერადი, ცოტათი ჯადოსნური, ზღაპრული და ბუნებასთან ასოცირებული სივრცის შექმნას გულისხმობდა.

ნახეთ პროექტი სრულად

7. გურმე პოპკორნის მაღაზია

პოპერი გურმე პოპკორნის პირველი საწარმო და მაღაზიაა საქართველოში, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის ფერადი და ნათელი სივრცე, რომლის დიზაინზე ნოდო გუჯაბიძემ იმუშავა.

ნახეთ პროექტი სრულად

ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია

LIYA თბილისში, ბამბის რიგში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 30 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცის დიზაინ პროექტზე ანუკა თავართქილაძემ იმუშავა.

ნახეთ პროექტი სრულად

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

მყუდრო ბინა ბეტონის ელემენტებით – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

ფერი აბაზანაში – იდეები სივრცის გასაფორმებლად