in ,

თაფლის მაღაზია-კაფე გამორჩეული დიზაინით – Laboratory of Architecture #3-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

თბილისში პირველი თაფლის მაღაზია-კაფეს პროექტი არქიტექტურულ სტუდია Laboratory of Architecture #3-ს ეკუთვნის. ეს არის 60 კვადრატული მეტრის სივრცე, რომლის ცენტრალურ ელემენტს დიდი ზომის დისკო წარმოადგენს.

აღნიშნული მზისებრი ფორმის მქონე ობიექტი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს, არამედ ის სრულად ფუნქიონალური დანიშნულებისაა და მასზე კომპანიის მიერ შემოთავაზებული თაფლის სხვადასხვა სახეობებია წარმოდგენილი. ამას გარდა, სოლარული დისკო ერთგვარი განაცხადია ახალი ბრენდის მთავარი ღირებულებების შესახებ. ეს ყვითელი მრგვალი ფორმა ასოცირდება ისეთ ცნებებთან, როგორიც არის ბუნებასთან სიახლოვე, ფუნქციონალურობა და ეკოლოგიურობა. სწორედ ამიტომ აქციეს იგი პროექტის ავტორებმა სივრცის ცენტრალურ ელემენტად.

მთავარი კედლის გასწვრივ გვხვდება მუზეუმის მსგავსი ექსპოზიცია, რომელიც ხაზს უსვამს მასში განთავსებულ თითოეულ პროდუქტს. ინტერიერში გვხვდება სარკისებრი ჭერი, რომელიც სივრცისა და სიმსუბუქის შეგრძნებას იძლევა.

რაც შეეხება ფერთა პალიტრას, სივრცეში გვხვდება ნეიტრალური ტონები და შავ-თეთრის სიუხვე. ინტერიერში უხვად არის გამოყენებული თეთრი ფერი, რომელიც იდეალურად აბალანსებს ცენტრალური ყვითელი ფიგურის დომინანტურ პოზიციას.

პროექტის ავტორები: დიმიტრი შაფაქიძე, ირაკლი აბაშიძე

არქიტექტურული სტუდია: Laboratory of Architecture #3

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

გულწრფელი ემოციითა და ფერთა მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან

ID Vision-ში მაგიდის სააღდგომო აქსესუარები გამოჩნდა