in

ID Vision-ში მაგიდის სააღდგომო აქსესუარები გამოჩნდა

სააღდგომო სამზადისს ცოტა ხნის წინ ID Vision-იც შეუერთდა. სადღესასწაულოდ ის ყვავილებიანი პრინტებით გაფორმებულ ფერად სუფრასა და ხელსახოცებს გვთავაზობს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი, სალომე მამრიკიშვილი გვიყვება, აღნიშნული აქსესუარები არის მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს ოჯახთან ერთად ამ დღესასწაულის განსაკუთრებულად აღნიშვნა.

“მაგიდის აქსესუარების პრინტებად გამოყენებული გვაქვს, ძირითადად, ტიტები და ასევე სხვადასხვა ყვავილები, რომელთა აყვავებაც აღდგომის პერიოდს ემთხვევა. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ეს პრინტი ძალიან უხდება სააღდგომო სუფრას. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქსესუარები არამხოლოდ აღდგომას, არამედ ნებისმიერ პერიოდს მოუხდება, ამიტომაც ვაპირებთ, რომ ამ კოლექციის წარმოება განვაგრძოთ,” – სალომე მამრიკიშვილი.

თაფლის მაღაზია-კაფე გამორჩეული დიზაინით – Laboratory of Architecture #3-ს პროექტი

Giorgetti – იტალიური ტრადიციის ხელოვნება ინტერიერში