in

2024 წლის სააღდგომო დეკორაცია: 5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება სააღდგომო დეკორაცია, რომელიც სივრცეში საზეიმო გარემოს განაპირობებს და მაცხოვრებლების ამაღლებულ განწყობას განსაზღვრავს. ნათელი ფერები, მოხატული ჭურჭელი, დეკორატიული ელემენტები და სააღდგომო სიმბოლოები ამ დღესასწაულის უკეთ გადააზრებასა და გამორჩეული ატმოსფეროს შექმნაში გვეხმარება. ამასთანავე, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ერთი იდეის ირგვლივ მათ გაერთიანებას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში 5 საინტერესო ნივთს შემოგთავაზებთ, რომლებიც სააღდგომო დეკორაციის მოწყობასა და განახლებაში დაგეხმარებათ.

სააღდგომო სუფრა

სადღესასწაულო მაგიდა სააღდგომო თემატიკით შესრულებული სუფრის გარეშე წარმოუდგენელია, რომელიც გარდა ფუნქციური დატვირთვისა, საზეიმო დეკორაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. სადა და მინიმალისტური დიზაინის სააღდგომო სუფრას შეხვდებით „ძველი სუფრის“ შოურუმში და მისი დახმარებით სივრცის განახლებასა და გადახალისებას შეძლებთ.

სააღდგომო თეფში

WHITE Studio“-ს  სააღდგომო თემატიკით მოხატული თეფში თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და საზეიმო ესთეტიკას შესძენს სივრცეს. თეფშზე თავისუფლად მოათავსებთ წითელ კვერცხებს, პასკასა თუ ჯეჯილს და მას ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული დანიშნულებითაც გამოიყენებთ.

სააღდგომო ჭურჭელი 

კურდღელი და კვერცხები აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელოვანი სიმბოლოებია, ამიტომ მათ სხვადასხვა ფორმით ხშირად ვხვდებით სადღესასწაულო სუფრაზე. „Villeroy & Boch“-ის მომხიბვლელი სააღდგომო აქსესუარი მიმზიდველობას შემატებს თქვენს დეკორაციას და სახლში განსაკუთრებულ აქცენტებს შექმნის.

კვერცხის სათავსო

ლაბორატორია ჩემი სახლის“ შოურუმში დაგხვდებათ სააღდგომო კვერცხების მიმზიდველი დიზაინის სათავსოები, სადაც ლამაზად მოხატულ სადღესასწაულო სიმბოლოს მოათავსებთ და თქვენს გარშემომყოფებს საზეიმო განწყობას შეუქმნით.

დეკორატიული კვერცხი

სააღდგომო სუფრაზე წითელ კვერცხებთან ერთად, დიდ როლს ასრულებს დეკორატიული, ხელოვნური კვერცხები, რომლებიც სადღესასწაულო გარემოს განსაკუთრებით ალამაზებს და მას მრავალფეროვნებას მატებს.  „Wedgwood Showroom“-ის კოლექციაში შეხვდებით დახვეწილი დიზაინის ფაიფურის მოდელს, რომელიც სინაზესა და სიმსუბუქეს შესძენს თქვენს საზეიმოდ მოწყობილ სივრცეს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სტუდიოს ტიპის ბინა არასტანდარტული გეგმარებით

Roly Poly – ფეი ტუგუდის ცნობილი სავარძელი