in

სად შევიძინო სააღდგომო დეკორი? – 11 ადგილი თბილისში

აღდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით: ვცდილობთ, სადღესასწაულო განწყობა სახლის ინტერიერსა და დეკორზეც ავსახოთ, რათა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის ეს პერიოდი უფრო ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი გახდეს.

სააღდგომო თემატიკით გაფორმებული ინტერიერი და სუფრა ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის და ყველას სადღესასწაულოდ განაწყობს, ამიტომ ადამიანები ხშირად ერთობლივად ქმნიან ფერად დეკორაციებს და დადებით ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ.

დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც საინტერესო სააღდგომო აქსესუარებისა და ნივთების შეძენას შეძლებთ.

 Coincasa

იმისათვის, რომ დღესასწაულს გამორჩეულად შეხვდეთ, მნიშვნელოვანია, სახლში შესაბამისი ატმოსფერო შექმნათ. ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალება სააღდგომო თემით შთაგონებული აქსესუარების, მცენარეებისა და ფერადი ნივთების გამოყენებაა. Coincasa ის ადგილია, სადაც მრავალფეროვანი სადღესასწაულო კოლექცია გელით.

WHITE Studio 

ფოტოგრაფი: Mike Makarenko

სააღდგომოდ განსაკუთრებულ სიახლეს გთავაზობთ WHITE Studio, სადაც სახასიათო ესთეტიკითა და ხელწერით, სხვადასხვა ფერთა გამით შესრულებული სააღდგომო აქსესუარების დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ორიგინალური, ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული დეკორის შესაქმნელად ნამდვილად ღირს ამ მაღაზიის მონახულებაც.

Villeroy & Boch

სააღდგომო კოლექციას გვთავაზობს Villeroy & Boch-იც. აქ განსხვავებული გემოვნების ადამიანები მარტივად შეარჩევენ მათთვის სასურველ, ორიგინალურად გაფორმებულ ჭურჭელს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე განსაკუთრებულ აქცენტებს შემოიტანს და განწყობასაც აგიმაღლებთ.

Mobler Home

Mobler Home-ი დეკორის, ჭურჭლის, ტექსტილისა და ორიგინალური სანათების მოყვარულთათვის გამორჩეული ადგილია. შოურუმში წარმოდგენილი სააღდგომო აქსესუარების ახალი კოლექცია მნახველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს და ნებისმიერ სივრცეს მიმზიდველი, დახვეწილი, სადღესასწაულო დეკორით გააფორმებს. ამიტომ, თუ საინტერესო ნივთებს ეძებთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ Mobler Home-ს.

კერამიკ სტუდიო 1300 

კერამიკ სტუდიო 1300 წელს სააღდგომო დეკორაციების უმშვენიერეს პროდუქციას გვთავაზობს. სახელოსნოში წარმოდგენილია მინიმალისტური სტილის ხელით მოხატული დეკორატიული კვერცხები და პასკის თეფშები.

Porcelain

Porcelain-ში ევროპული და ამერიკული ბრენდების ჭურჭელი და აქსესუარები დაგხვდებათ. კოლექციის განსაკუთრებული ელემენტია სააღდგომო თეფში, რომელიც ულამაზესი იქნება ჯეჯილთან, მოხატულ კვერცხებთან,  სურნელოვან პასქასა და გაზაფხულის ყვავილებთან ერთად, ამავდროულად კი, ახლობლების მოწონებასაც დაიმსახურებს.

Mami 

აღდგომის კვერცხს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და დღესასწაულის განუყოფელი ატრიბუტია. როგორც წესი, სუფრისა და ინტერიერის დიზაინში ხშირად შეხვდებით ლამაზად მოხატულ, ხელოვნურ თუ ნამდვილ კვერცხებს, რომლებიც ამ დღეს დასამახსოვრებელ დღესასწაულად აქცევს. თუ ხელნაკეთ, დეკორატიულ კვერცხებს ეძებთ, Mami საუკეთესო არჩევანია.

HOME

კიდევ ერთი ადგილი, სადაც სააღდგომო კოლექცია დაგხვდებათ, HOME-ია. მაღაზია მომხმარებელს განახლებულ პროდუქციას სთავაზობს, რომელიც ნამდვილად შექმნის სადღესასწაულო განწყობას და სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. შოურუმში საყვარელი ადამიანებისთვისაც შეძლებთ საჩუქრების შერჩევას, რათა წინასააღდგომო პერიოდი მათაც გაულამაზოთ.

Dekoracio

სახლის აქსესუარებისა და დეკორის მაღაზია Dekoracio-ში სააღდგომო სამზადისი უკვე დაიწყო. მაღაზია ერთგულ მომხმარებელს განახლებული კოლექციით ხვდება: ფერადი კერამიკული კვერცხები და კურდღლის მომხიბვლელი აქსესუარები ნამდვილად გაგილამაზებთ სუფრას და სახლში განსაკუთრებულ განწყობას შემოიტანს.

MYSA

სააღდგომო პროდუქციის საინტერესო კოლექცია გვხვდება MYSA-ში, სადაც წელს ჩვენი ყურადღება ისეთმა ბრენდებმა მიიპყრო, როგორებიცაა Rosenthal და Herend.

ლაბორატორია ჩემი სახლი

ლაბორატორია ჩემი სახლი კიდევ ერთი ადგილია, სადაც სააღდგომო აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე მაღაზიის ფილიალებში.

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ შევცვალოთ საცხოვრებელი სივრცე სეზონურად – სტუდია „ატმოსფეროს“ რჩევები

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი ფერები თქვენი საძინებლისთვის?