in

10 ნივთი VELI.store-ზე, რომლებიც VISA ბარათის აქციის პერიოდში უნდა შეიძინოთ

წინასააღდგომო პერიოდი საყიდლებისთვის იდეალური დროა, რადგან უამრავი კომპანია გვთავაზობს ფასდაკლებებს. ამ დროს საშუალება გვეძლევა, დავასაჩუქროთ საკუთარი თავი და ახლობლებიც გავახაროთ. ციფრული გაყიდვების პლატფორმა VELI.store-ი უნიკალური სერვისით გამოირჩევა –  ერთ სივრცეში უმარტივესად შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა და უმოკლეს ვადაში, სახლიდან გაუსვლელად, მისი მიღება. ეს კი, ცხადია, ძალზე კომფორტულია, რადგან ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. VELI.store-ი 10-დან 15 აპრილის ჩათვლით საინტერესო აქციას სთავაზობს მომხმარებელს: VISA ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი ნივთის/ნივთების შეძენისას 30%-იან ფასდაკლებას (მაქსიმუმ 150 ლარი) მიიღებთ.

VELI.store-ზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ინტერიერის გასაფორმებელი აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოჩნდა. სტატიაში Homeis.ge თავის რჩეულ პროდუქტებს გიზიარებთ, რათა აქციით სარგებლობისას გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოთ.

Swan-ის მიკროტალღური ღუმელი  

ნაზი და დახვეწილი დიზაინის მიკროტალღური ღუმელი თქვენს სამზარეულოში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. იგი სახლის ინტერიერსაც გაამდიდრებს და დაგეხმარებათ, სასურველი კერძები სწრაფად და მარტივად მოამზადოთ. ღუმელს აქვს გალღობის, გაცხელების, ავტომატური და სწრაფი მომზადების რეჟიმები, რის გამოც მისი გამოყენება ძალზე მოსახერხებელია. გარდა ამისა, მოდელის სახელური და კორპუსი არ ცხელდება, რაც მის გამოყენებას ამარტივებს. ღუმელის შიდა ნაწილი უჟანგავი ფოლადისაგანაა დამზადებული და მდგრადობით გამოირჩევა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე. 

Swan-ის ტოსტერი 

ადამიანთა დიდ ნაწილს საუზმის მომზადება ტოსტერის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ამიტომაც ხარისხიანი ტოსტერის შეძენით ყოველდღიურობას ნამდვილად გაიმარტივებთ. ელეგანტური დიზაინის მოდელი სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელია: აქვს გაყინული ტოსტის გალღობის, სითბოს თანაბრად გადანაწილებისა და ხელახალი გაცხელების ფუნქციები. შეგიძლიათ, ტემპერატურის 6 დონიდან სასურველი ამოირჩიოთ. გარდა ამისა, მოწყობილობა ავტომატურად ითიშება, რაც თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე. 

Karaca-ს პლედი

დახვეწილი დიზაინის ფერადი პლედი თქვენი საძინებლისა და მისაღები ოთახისთვის იდეალური არჩევანია. ფერადოვნება ინტერიერს გამოაცოცხლებს, ნაზი ტექსტურა კი მასში სიმსუბუქეს შემოიტანს. პლედი განსაკუთრებით გამოგადგებათ გაზაფხულის პერიოდში და ბუნებაში გასეირნებისას თქვენს კომფორტსა და გათბობაზე იზრუნებს. ფაფუკი პლედი ნებისმიერ სეზონზე დაგჭირდებათ, ამიტომ მისი შეძენა ნამდვილად ღირს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

Karaca-ს ჭიქების ნაკრები  

წინასააღდგომო ფასდაკლების დროს მშვენიერი იდეაა ჭიქების ნაკრების შეძენა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად გვჭირდება. გამაგრილებელი სასმლისთვის განკუთვნილი ჭიქები ნაზ, მინიმალისტურ სტილს შესძენს თქვენს სუფრას და თითოეულ დღესასწაულს უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

Koopman-ის თუჯის ქვაბი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად კულინარიული ექსპერიმენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობა გეძლევათ, ამიტომაც, ვფიქრობთ, ახალი ქვაბი ნამდვილად დაგჭირდებათ. მოდელის ზედაპირი საკმაოდ მდგრადია, თუჯის მასალა კი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს კერძის ტემპერატურას, რაც  განსაკუთრებით გამოგადგებათ ჰაერზე სადილობისას.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

Pylones-ის დესერტის თეფშების ნაკრები 

მომხიბვლელი, გაზაფხულის ფერებში გადაწყვეტილი თეფშები თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს და საზეიმო განწყობასაც შეგიქმნით, განსაკუთრებით კი – აღდგომის დღესასწაულზე. ნაკრები ნებისმიერ დღეს გაგილამაზებთ და ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს უფრო დასამახსოვრებელს გახდის. გარდა ამისა, ფაიფურის ამ ულამაზეს ჭურჭელზე დესერტიც ბევრად უფრო ელეგანტური და მიმზიდველი იქნება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

Koopman-ის ჩალის კალათა  

ნაქსოვი კალათების ნაკრები მნიშვნელოვანი პრაქტიკული შენაძენი იქნება თქვენი სახლისთვის და, ამავდროულად, ინტერიერს მომხიბვლელობასაც შესძენს. კალათები შეგიძლიათ სარეცხის ან მცენარეების შესანახად გამოიყენოთ და საძინებელსა და მისაღებ ოთახში განათავსოთ. ბამბუკისგან დამზადებული მოდელი კომპაქტური, ტევადი სათავსოა, რომლის გადაადგილებაც მარტივად შეგიძლიათ. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თქვენი სივრცის სიჯანსაღეზეც იზრუნებს და უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე. 

Pylones-ის ელექტროჩაიდანი

ელექტროჩაიდანი ის ნივთია, რომელიც ნებისმიერი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. თუკი ძველის გამოცვლა გადაწყვიტეთ, Pylones-ის დახვეწილი, გამორჩეული დიზაინის მოდელის შეძენას გირჩევთ. გარდა იმისა, რომ ჩაიდანს პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებთ, ესთეტიკურადაც გაამდიდრებთ თქვენს სამზარეულოს და ინტერიერში განსხვავებულ აქცენტებს შემოიტანთ. ელექტროჩაიდანი სწრაფად და მარტივად, 8 წუთში ადუღებს 1 ლიტრ წყალს, მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის მასალა კი ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

„კირკე კერამიკის“  დეკორატიული კვერცხი

აღდგომის დღესასწაულს ყველაზე მეტად დეკორატიული კვერცხი უხდება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქართული ბრენდის მიერ შექმნილი დეკორატიული წითელი კვერცხი ყაყაჩოთი და მინდვრის ყვავილებით სადღესასწაულო დეკორს გამორჩეულად მოუხდება და საზეიმო სუფრასაც დაამშვენებს. მიმზიდველი დიზაინის ეს მოდელი შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებსაც აჩუქოთ და წინასააღდგომო განწყობა აუმაღლოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

„ძველი სუფრის“ სუფრა „ბროწეულები“  

გაზაფხულს და სააღდგომო მაგიდას განსაკუთრებულად მოუხდება დახვეწილი დიზაინის სუფრა. ლურჯ ფონზე შესრულებული ბროწეულები, სხვა მრავალფეროვან ორნამენტებთან ერთად, თქვენს სადღესასწაულო ინტერიერს გამორჩეულ ხიბლს შესძენს. სასადილო სივრცის გასამშვენიერებლად ან ღია ცისქვეშ მაგიდის გასაწყობად ამ საუცხოო სუფრის შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე.

 

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

დუპლექსი სახასიათო ინტერიერით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნუკრი კეკელიას ნამუშევარი

4 მთავარი პრინციპი, რაც შპალერის შესახებ უნდა იცოდეთ