in

10 ნივთი შინ ყოფნის ბედნიერებისთვის – VELI.store

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში რამდენიმე გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენა არსებობს, რომელიც, სანამ მოხდება, ჯერ კიდევ წლებით ადრე, ოცნება, ან კარგად დაგეგმილი მიზანია. სწორედ ასეთი ოცნებებისა თუ მიზნების სიაშია ჩვენი საკუთარი, ან უბრალოდ ახალი სახლი.

ახალი სახლი ახალი საწყისის ადგილია, სადაც ჩვენს ახალ ტრადიციებს, გეგმებსა თუ რუტინას ვქმნით, ახალ მოგონებებსა და გამოცდილებებს ვაგროვებთ. ოჯახური ვახშმები, მეგობრების შეკრებები, თუ უბრალოდ საკუთარ თავთან გატარებული დრო – ყველა ეს მომენტი ბედნიერებისა და სტაბილურობის შეგრძნებას გვიქმნის, რომელიც ერთი მარტივი სიტყვით გამოიხატება – შინ. შინ ყოფნა, სინამდვილეში უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სახლის საძირკველი და სახურავია. ეს არის სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და შენით შექმნილ სამყაროში ტკბობის განცდა. ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი, ყველა ის დეტალი, რომელიც ამ პატარა სამყაროს შექმნის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანის ახალმოსახლეობისთვის შერჩეული საჩუქარი, არა უბრალოდ ნივთი, არამედ შინ ყოფნით გაბედნიერების კიდევ ერთი პატარა მიზეზი უნდა გახდეს.

სანამ კონკრეტულ საჩუქრებზე გადავალთ, მოდი ისიც ვთქვათ – როგორები ვართ დღევანდელი ადამიანები? პირველ რიგში – ძალიან პრაქტიკულები. თუ ჯერ კიდევ ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობაში, სახლები უამრავი ნივთითა და ავეჯით იყო სავსე, დღეს საცხოვრებელი სივრცეები მინიმალისტური გახდა, მთავარი მოთხოვნა კი – სიმარტივე და ესთეტიკა.

დეკორატიული ნივთები ფუნქციურმა ჩაანაცვლა. თანამედროვე საცხოვრებლებში აღარ არსებობს ისეთი ნივთებით დატვირთული სათავსოები, რომლებიც უბრალოდ ადგილს იკავებს და წლიდან წლამდე არავის ახსენდება.

ახალსახლობისთვის საჩუქრების 10 იდეას თუ მოძებნით ინტერნეტში, ტრადიციულად ამ სიაში აუცილებლად მოხვდება ღვინო, სანთლები, თუ ახალი მცენარე. ამიტომ, დღეს VELI.store-დან საჩუქრების ისეთ იდეებს გაგიზიარებთ, რომლებიც ადრესატს უბრალოდ კი არ გაახარებს, არამედ გამოადგება და რაც მთავარია, აგრძნობინებს, რომ ახალ სახლში გადასვლის მის ბედნიერებას, მთელი გულით იზიარებთ.

თეთრეული

ლოგინიდან იწყება და ლოგინში მთავრდება ჩვენი დატვირთული დღე. ამიტომ, დასაწყისიც და დასასრულიც სასიამოვნო რომ იყოს, მნიშვნელოვანია როგორ გარემოში დავრჩებით საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან მარტო, ან საყვარელ ადამიანთან ერთად. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია – ხარისხი, ფერები, კომფორტი. თეთრეულის ლამაზი ნაკრები, არასოდესაა ზედმეტი.

ჩაიდანი  

საძინებლის შემდეგ სამზარეულოში ვინაცვლებთ – გამოსაფხიზლებელი ფინჯანი ყავისთვის. გამოფხიზლებისთვის და დღის პოზიტიური დასაწყისისთვის მკვეთრი, მხიარული ფერებიც საკმარისია. ყველაზე ფერადი, ფრანგული ბრენდის – PYLONES-ის ნივთები, მათ შორის ეს ჩაიდანი,  სულ ცოტა ხანია, რაც ველის ციფრულ თაროებზე გამოჩნდა.

დაწნული კალათების ნაკრები

განსაკუთრებით ახალ სახლში, არავის უყვარს არეულობა. ამიტომ აბაზანაში, საძინებელში თუ ბავშვების ოთახში, ლამაზი სათავსოები ყველაზე კარგი ხერხია შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად.

სკამი-ჰამაკი 

თუ თქვენი ადრესატის სახლს კერძო ეზო ან დიდი ვერანდა აქვს, აუცილებლად დასჭირდება კომფორტული კუთხე, სადაც დასვენებასა და განტვირთვას შეძლებს. ამისთვის რბილი სკამი-ჰამაკი იდეალური გადაწყვეტილებაა.

გრილი-ბუხარი

სახლი, რომელსაც საკუთარი ეზო ან ვერანდა აქვს, მეგობრებისთვის თავშეყრის ყველაზე საყვარელი ადგილია. შაბათ-კვირას, კარგ ამინდში საყვარელ ადამიანებთან ერთად შეკრება და გრილზე აშიშხინებული მწვადის ან ბურგერების მოლოდინი, ყველაზე რთულ სამუშაო დღეებსაც კი შეამსუბუქებს. გრილი-ბუხარი ტრადიციული შეკრებების განუყოფელი ნაწილი გახდება, რომლის გარშემოც, გემრიელთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო ისტორიები და მოგონებები მოიყრის თავს.

მაგიდის სანათი

დამღლელი დღის შემდეგ, კითხვის ნახევარი საათიც კი საკმარისია გონების განტვირთვისთვის. თანამედროვე დიზაინის სანათი, გემრიელ წიგნთან თუ ჟურნალთან განმარტოებას, კიდევ უფრო მყუდროს გახდის.

შანდალი

ერთი შეხედვით პატარა, სხვებისთვის შეუმჩნეველი ნივთები, ხშირად ჩვენთვის მნიშვნელოვან დატვირთავს იძენს და ისეთი ღირებული ხდება, რომ სახლი ვეღარც წარმოგვიდგენია მათ გარეშე. კურდღლის წელს, ეს შანდალი ახალ სახლში იღბლის მომტანი და თან ფუნქციური ბინადარი იქნება.

ნასვრეტებიანი ქვა

მწვანე ფერი და ბუნება, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე დიდი დანაკლისია. ახალი სახლის ბინადარს, შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს სახლში მცენარეები და მათი მოვლის დრო. მაგრამ ეს ორიგინალური ნივთი Kikkerland-ისგან, მინდვრის ყველაზე უბრალო ყვავილებთან ერთადაც კი, ინტერიერში სიცოცხლეს შემოიტანს.

კომფორტმთვლელი 

რას ვგულისხმობთ, როდესაც მყუდრო და კომფორტულ ბინაზე ვსაუბრობთ? ძირითადად – უბანს, ხედს, დაგეგმარებას, ფართს, ავეჯს. ალბათ, ბევრი ჩვენგანი არ ფიქრობს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, როგორიც ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურაა. არადა, სწორედ ეს 2 პარამეტრი ქმნის ჩვენი ცხოვრებისთვის საჭირო კლიმატურ პირობებს, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია საცხოვრებელში, როგორც გარეთ – ქალაქში. ამ კომფორტმთვლელის დახმარებით, თქვენთვის საყვარელი ადამიანი, ახალ სახლში მისთვის ყველაზე კომფორტულ და სასიამოვნო ტემპერატურას შეინარჩუნებს.

დესერტის ნაკრები

არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დატვირთული დღის შემდეგ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, ჩაისთან ერთად გემრიელი დესერტის მირთმევა და ამბების ამ დესერტივით გემრიელად გაზიარება.

არ აქვს მნიშვნელობა, ტკბილეულს თქვენ გამოაცხობთ, იყიდით თუ მეგობარი გამოაყოლებს ხელს. მნიშვნელოვანი ის გარემოა, რომელსაც თქვენ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანები და პატარა დეტალები შექმნით. მსგავსი შეკრების იდეალური კომპანიონი Karaca-ს დესერტების ნაკრები იქნება.

VELI.store-ზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია სახლის და ეზოს კატეგორიიდან ეს ან შენთვის საინტერესო სხვა ნივთები შეარჩიო, შეფუთვისა და ღია ბარათის ფუნქციაც აირჩიო და 3 საათზე ნაკლებ დროში, ამანათის სასურველ მისამართზე უფასოდ მიღებას დაელოდო.

თანამედროვე სახლი წავკისში მინის ხიდით – Tria Group-ის პროექტი

რატომ არის ცისფერი გაზაფხულისთვის იდეალური ფერი?