in

რატომ არის ცისფერი გაზაფხულისთვის იდეალური ფერი?

გაზაფხული უკვე დადგა, თუმცა, თუკი ნაცრისფერი ცა განწყობას მაინც გიფუჭებთ, შეიძლება, ინტერიერის გადახალისება დაგეხმაროთ. ცისფრის ულამაზესი ტონები მთელი კედლის შესაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ანდა, უბრალოდ, საინტერესო აქცენტები შეიტანოთ ავეჯსა და ხის ნაკეთობებში. ცისფრის სხვადასხვა ელფერს სრულყოფილს ხდის მწვანე ნახევარტონები. ასეთი ფერები საუცხოოდ ერწყმის ვარდისფერ, წითელ და ყვითელ მხიარულ ტონებს.

მთლიანად ცისფერი სივრცე

თუკი ოთახის ერთ ფერში შეღებვა გადაწყვიტეთ, ცისფერი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ცისფრად შეღებილი კედლები, ხის ნაკეთობები და კარები ნამდვილად მომნუსხველია. პირველ ფოტოზე აღბეჭდილ მთავარ საძინებელს მომწვანოში გადაწყვეტილი ცისფერი კედლები და ხის ნაკეთობები ამშვენებს, რომლებიც ვარდისფერი და მუქი ლურჯი ქსოვილებით არის გაფორმებული. მეორე ფოტოზე კი ხედავთ, როგორ ჰარმონიულად ერწყმის კაკლისგან დამზადებულ პარკეტს ღია ცისფერი.

ცისფერი სამზარეულო

როგორც წესი, სამზარეულოებში, ძირითადად, ლურჯი ფერი გამოიყენება, თუმცა, ცისფერი შეიძლება უკეთესი არჩევანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის წითელთანაა შერწყმული. ფოტოზე სწორედ ასეთ ინტერიერს ხედავთ. მხიარული წითელი ზოლები და მუქი ჟოლოსფერი ფარდა შესანიშნავად ეხამება ცისფერ კარადებს.

ხის ცისფერი ნაკეთობები

თუ ერთი ფერის გამოყენება არ გიზიდავთ, შეგიძლიათ, ცისფრად შეღებოთ მხოლოდ კარი ან ხის სხვა ნაკეთობები. ქვემოთ მოცემულ პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ღია ცისფერი კარადა, ხოლო მეორეზე – მომწვანო-ცისფრად შეღებილი კარი.

ლურჯი და მწვანე თანამედროვე ინტერიერის ფერთა პალიტრის განუყოფელი ელემენტებია. სწორედ ამ ფერების კომბინაციაა წარმოდგენილი ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

10 ნივთი შინ ყოფნის ბედნიერებისთვის – VELI.store

ბუნებით შთაგონებული საუცხოო ვილა მექსიკაში