in

10 ადგილი თბილისში, სადაც საწოლს შეიძენთ

საძინებელი ოთახის მთავარი ატრიბუტი საწოლია, რომელიც ჩვენს კომფორტსა და მყუდროებას უზრუნველყოფს. რბილი და მოსახერხებელი საწოლი მშვიდი და ხარისხიანი ძილის გარანტიაა. ამასთან ერთად, სწორად შერჩეულ დიზაინი გვეხმარება, პირადი სივრცე ჩვენი გემოვნებით მოვაწყოთ, ინტერიერს კი უფრო დახვეწილი, ელეგანტური, ინდივიდუალური იერი შევძინოთ.

დღეს Homeis.ge იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც განსხვავებული ტიპის საწოლის შეძენას შეძლებთ.

1. Castello 

თუ პრემიუმ-ბრენდის პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ, იტალიური შოურუმი Castello არაერთ საინტერესო დიზაინის საწოლს შემოგთავაზებთ, რაც თქვენს სივრცეს მდიდრულობას, ელეგანტურობას, მიმზიდველობას შესძენს და განწყობასაც აგიმაღლებთ.

2. Verona 

იტალიური ავეჯის სახლი Verona პრემიუმ-ხარისხის მრავალფეროვან პროდუქციას გთავაზობთ. ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის ამ სივრცეში სასურველი ავეჯი მოიძებნება, ამიტომ კომფორტული საწოლის არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

3. Salotti

პრემიუმ-კლასის იტალიური ავეჯისა და განათების დიდ არჩევანს გთავაზობთ კიდევ ერთი შოურუმი – Salotti. დახვეწილი ფორმით, ნაზი ტექსტურითა და ხარისხიანი მასალით შექმნილი პროდუქცია თქვენს საძინებელში გამორჩეულ აქცენტებს შეიტანს.

4. FORUM By New Light

FORUM By New Light „ახალი ნათების“ პრემიუმ-კლასის შოურუმია, სადაც მაღალი ხარისხის, საინტერესო დიზაინის ავეჯი, განათება და აქსესუარებია წარმოდგენილი. მომხმარებელს აქ საწოლების ფართო არჩევანიც დახვდება და სასურველი დიზაინის პროდუქტის შერჩევაც გაუმარტივდება.

5. Mysa

კომფორტული საწოლი ხარისხიანი ძილისა და სრულყოფილი დასვენების გარანტიაა, ამიტომ პროდუქტის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რათა იგი ზუსტად ერგებოდეს თქვენს საჭიროებებს. Mysa ის ადგილია, სადაც სასურველი საწოლის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

6. Comforter

თქვენი ცხოვრების კომფორტზე ზრუნავს Comforterიც, სადაც, სხვა არაერთ პროდუქტთან ერთად, საწოლებიც დაგხვდებათ. განსხვავებული დიზაინის ეს მოდელები თქვენს საძინებელ ოთახს მეტ მომხიბვლელობასა და დახვეწილობას შესძენს.

7. ICR HOME

განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და ფერის ავეჯი ოთახის ხასიათსა და განწყობას ქმნის. მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად სწორად შერჩეული საწოლი უმნიშვნელოვანესია. საწოლების მრავალფეროვან კოლექციას ICR HOME-ში დაათვალიერებთ.

8. JYSK

JYSK-ში შეძლებთ, თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის კომფორტული და მოსახერხებელი საწოლი შეიძინოთ. აქ დაგხვდებათ ორსართულიანი საწოლების განსაკუთრებული არჩევანი. გარდა იმისა, რომ ასეთი საწოლი ვიზუალურად მიმზიდველია, პატარა ადგილს იკავებს და მეტი სივრცის ათვისების შესაძლებლობას იძლევა.

9. Belhouse

Belhouse-ი ევროპულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი დიზაინითა და საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა. აქ დაგხვდებათ საწოლების მიმზიდველი კოლექცია, რომლიდანაც მარტივად შეარჩევთ სასურველ მოდელს.

10. Enza Home Georgia 

გარდა იმისა, რომ ავეჯი ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფს, სახლს დახვეწილობასა და მომხიბვლელობას ანიჭებს. განსხვავებული დიზაინის საწოლების კოლექცია გელოდებათ Enza Home Georgia-შიც, სადაც თქვენთვის საინტერესო პროდუქტს შეარჩევთ.

 

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბუნებით შთაგონებული საუცხოო ვილა მექსიკაში

ინგლისური სტილის სამზარეულო — 6 სასარგებლო რჩევა მის შესაქმნელად