in

სახლი თვალწარმტაც იზოლირებულ ყურეში — Herbst Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი მდებარეობს თვალწარმტაც იზოლირებულ ყურეში, ნორთლენდის სანაპიროზე, ახალ ზელანდიაში. პროექტის მიზანი იყო ხელუხლებელ გარემოში ახალი ნაგებობის ისე ჩადგმა, რომ იგი ჰარმონიულად შერწყმოდა ლანდშაფტს და არ შეეცვალა გარემოს იერსახე.

ტერიტორიის გეოტექნიკურმა გამოკვლევამ არაერთი საფრთხე გამოავლინა. მაგალითად, დადგინდა, რომ დიდი ქანები სეისმური აქტივობისა და ატმოსფერული ნალექების გამო იშლებოდა; სხვა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ შენობა წყლიდან მინიმუმ 6 მეტრ სიმაღლეზე უნდა აშენებულიყო. ამ გარემოებებმა არქიტექტორებს სამოქმედო მიმართულება განუსაზღვრა: უნდა მოეფიქრებინათ, როგორ დაეპროექტებინათ შენობა ამ საფრთხეების გათვალისწინებით. პირველი ნაბიჯი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება იყო.

ნაგებობის მასშტაბის შემცირების მიზნით, პროექტის ავტორებმა სახლი სამ ნაწილად გაყვეს: საცხოვრებელ სივრცედ, საძილე ზონად და საწყობად (უკანასკნელი ორი ცოკოლის ნაწილი აღმოჩნდა).

მისაღები ზონა ხის მსუბუქი ნაგებობაა, რომელსაც პანორამული ფანჯრები ამშვენებს. აქედან თვალწარმტაცი ხედები იშლება, რაც ბუნებასთან მჭიდრო კავშირის განცდას იწვევს. ინტერიერის ბუნებრივ განათებას ხელს უწყობს ერთმანეთს დაშორებული ხის ლარტყები, რომლებიც სივრცესაც ანიავებს და ინტერიერს ესთეტიკურ დახვეწილობასაც ანიჭებს.

 

პროექტის ავტორი: Herbst Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

საკვების გადამამუშავებელი დანადგარი – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

ტერაკოტას ფილები ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის