in ,

მაღაზია-ბარი “ალკო ჰოლი” – Dadiani Architects-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ალკო ჰოლი“ ახალგახსნილი ბარი და მაღაზიაა, რომელიც თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე არსებული ღვინის ქარხანა №1-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნული ობიექტის პროექტი არქიტექტურულ სტუდია  Dadiani Architects-ს ეკუთვნის.

პროექტის ავტორების თანახმად, არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ 1894-96 წლებში აგებული ღვინის ქარხნის შენობის ისტორიული მნიშვნელობა თავისთავად გახდა მაღაზია-ბარის ინტერიერის შთაგონების წყარო.

პროექტზე მუშაობისას, ჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენდა კოქტეილ ბარის ზოგადი მოცემულობის გადააზრება და ახლებური სახით წარმოდგენა. ობიექტი უნდა ყოფილიყო არსებულ გარემოში გამორჩეული და ამავე დროს  ეპასუხა საპროექტო ტერიტორიის ისტორიული კონტექსტისთვის. ადგილის ისტორიულმა მნიშვნელობამ და თავად ღვინის ქარხნის შენობის საერთო ეკლექტურმა სახემ საშუალება მოგვცა, „ალკო ჰოლის“ ერთიანი, სტუმართმოყვარე სივრცე ჩამოგვეყალიბებინა მაქსიმალურად დახვეწილ და მიმზიდველ ადგილად,” – თორნიკე დადიანი, Dadiani Architects-ის დამფუძნებელი

„ალკო ჰოლის“ ინტერიერის მთავარ ელემენტს წარმოადგენს სპეციალურად ამ ობიექტისთვის შექმნილი უზარმაზარი კედლის პანო, რომელსაც ერთიანი კოლაჟის სახე აქვს და შედგენილია რენესანსის ეპოქის მნიშვნელოვანი ფერწერული ტილოებისა და ფრესკების დეტალებისგან. კედლის ქაღალდის დიზაინზე Dadiani Architects-მა კომპანია „კრაკენის“ გრაფიკულ დიზაინერებთან – თინა მაყაშვილთან და ციცი ბოდოკიასთან ერთად იმუშავა.

ინტერიერში განთავსებული ოქროსფერი,  რვა მეტრის სიგრძის  უწყვეტი,  განათებული ბარი და თითბრის მასალის სანათების რიგი, მინიმალური, აქცენტირებული ნათებით მთავარ როლს ასრულებს მეტად მყუდრო და საინტერესო გარემოს შექმნაში. დღის სხვადასხვა პერიოდში ვიტრაჟებიდან ინტერიერში შემომავალი ბუნებრივი, ჭარბი ნათება კი სრულიად განსხვავებულ აქცენტებს წარმოაჩენს.

ვფიქრობ, ამგვარი მხატვრული გადაწყვეტებით მივიღეთ მსგავსი ტიპოლოგიის მქონე ობიექტებისაგან განსხვავებული და ამავდროულად პოეტური ატმოსფერო,” – თორნიკე დადიანი

პროექტის ავტორი: Dadiani Architects

სად შევიძინოთ საახალწლო აქსესუარები სახლისთვის – Homeis.ge-ს 5 რჩეული მაღაზია

მოშე საფდი – ახალი ტიპის ურბანისტი