in

აპარტამენტი ანტრესოლით პოლონეთში

Banner M2
Banner M2

პოზნანის პარკის მახლობლად მდებარე ეს ვრცელი აპარტამენტები ფაქტობრივად ქალაქის შუაგულშია. თითქოს, მეტი რაღა უნდა სურდეს დიდი ქალაქის მაცხოვრებელს? თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კიდევ ბევრი რამ. სწორედ ამიტომ, დიასახლისმა მისი ყველა თამამი ჩანაფიქრის ხორცშესხმა „UGO Architecture“-ს მიანდო. აი როგორ გამოიყურება ეს კონტრასტებთან სახიფათო თამაში და ბრუტალური ატმოსფერო

აპარტამენტების საერთო ფართი დაახლოებით 95 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სადაც  სამზარეულო, მასთან გაერთიანებული მისაღები, საძინებელი, გარდერობი და სააბაზანო მოთავსდა. სივრცის ასეთი განაწილება ბინის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ზონებად მკაფიოდ დაყოფის საშუალებას იძლევა. დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ზედა დონეზე ასვლა ნამდვილად ძნელი გასაბედია.

ლითონის კონსტრუქციები აპარტამენტების დიზაინის მთავარ ელემენტად იქცა: ეს არამხოლოდ საფეხურები და თაროები, ასევე სამზარეულოს გარნიტური, საძინებლისა და აბაზანის მრავალრიცხოვანი დეტალიცაა. საძინებლისა და სასტუმროს რბილი, მინავლებული ბუნებრივი ელფერები მკვეთრ კონტრასტებს არბილებს. ბრუტალურ ფონზე პიტნისფერი მაცივრის ფერად ელემენტებს კი სივრცეში სახალისო და მსუბუქი ნოტები შემოაქვს.

ორ იარუსიანი კიბე მისი პირდაპირი დანიშნულების გარდა წიგნების, სკულპტურებისა და ვინილის ფირფიტების შესანახი ადგილის ფუნქციასაც ასრულებს.

დიზაინერული გადაწყვეტილებების ეკლექტიზმი ანტრესოლის უხეში, დაუმუშავებელი ბეტონითა და ერთმანეთთან განზრახ შეპირისპირებული კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებითაა ხაზგასმული.

პირველ ყოვლისა, არქიტექტორებს ისეთი ინტერიერის შექმნა სურდათ, რომელიც მნახველის თვალს პანორამულ ფანჯრებში გაშლილი ხედების მაგივრად თავისკენ არ მიიზიდავდა. ამგვარად ინდუსტრიული აწმყო აქ ბუნების მარადიულ ხიბლს შეხვდა.

ფოტოგრაფი: PION STUDIO

უფანჯრო სამზარეულო – რამდენიმე მოხდენილი მაგალითი შთაგონებისთვის

ავეჯის რესტავრირება როგორც ძველი ნივთების მკურნალობა – ანნა სეკოვსკა-ლივნის ხელით გაცოცხლებული ნივთები