in

არასტანდარტული გეგმარების ბინა დახვეწილი შტრიხებით

ბინა, რომელიც შვედეთის ქალაქ გეტებორგში მდებარეობს, გეგმარების საკმაოდ უჩვეულო პროექტით იქცევს ყურადღებას. სივრცეს წაგრძელებული ფორმა აქვს და ის მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს ბუნებრივი განათების წყარო. ამ ტიპის პროექტები, როგორც წესი, საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული. როგორც ჩანს, დიზაინერმა გადაწყვიტა ბნელი კორიდორების და ოთახების თავიდან არიდება და ყველა ოთახი ერთ სიგრძეზე დააპროექტა.

ბინაში შესვლისთანავე პირდაპირ საერთო სივრცეში ვხვდებით, სადაც განთავსებულია სამზარეულო, მისაღები და სასადილო ზონები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ავეჯის საშუალებით არის გამოყოფილი. ამასთანავე, ეს დიდი ოთახი გვევლინება ერთგვარ დამაკავშირებელ სივრცედ, საიდანაც ორივე საძინებელში მოხვედრაა შესაძლებელი, შესაბამისად, ბინაში არც ერთი კორიდორი და ჰოლი არ გვხვდება.

არანაკლებ საინტერესოა ინტერიერის დიზაინიც. მიუხედავად იმისა, რომ ბინა საკმაოდ თანამედროვე სტილშია მოწყობილი, აქ რამდენიმე საუცხოო კლასიკური შტრიხი გვხვდება, რომელიც აუცილებლად ნებისმიერი მნახველის ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს არის უმშვენიერესი ჭერის დეკორი და საბავშვო ოთახში გამავალი კარის გაფორმება, რაც საკმაოდ ორიგინალურ კონტრასტს ქმნის ბინაში გაბატონებულ სტილთან მიმართებაში და სივრცეს სრულიად უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.

შეიძლება თუ არა ოთახის მცენარეების მოთავსება საძინებელში?

#Homeisინსპირაცია: სამზარეულოს კუნძული – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის