in

ძველი ბინიდან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცემდე – შოტლანდიელი არქიტექტორების ნამუშევარი

არქიტექტორებმა ლუკ და ჯოან მაკკლელანდებმა შოტლანდიაში, ედუნბურგში მდებარე საკუთარი ბინის გარემონტება რომ გადაწყვიტეს, ბუნებრივია, კოლეგებისთვის არ მიუმართავთ – ყველაფერი თავად გააკეთეს. ისინი არქიტექტურული სტუდია MCLND-ის დამფუძნებლები არიან, 2010 წლიდან ლონდონში ცხოვრობდნენ, ედინბურგში 2 წლის წინ დაბრუნდნენ და ცოტა ხანში ბინის განახლებაც დაიწყეს. წყვილმა ყველაფერი გადააკეთა – ზოგი სივრცე გააერთიანა, ოთახებს დანიშნულება შეუცვალა. ინტერიერისთვის მათ, ძირითადად, შავ-თეთრი, ასევე – ყავისფერი და მწვანე ფერები გამოიყენეს, მასალებიდან ხე და მეტალი აირჩიეს. მაკკლელანდების ბინაში გაერთიანებულია გეორგიანული ეპოქის (1714 – 1830) და მოდერნისტული სტილი, ავეჯი და დეკორაციები. შავად შეღებეს ძველი ბუხარი, რომელიც მანამდე აგურისფერი იყო. ბინა Comely Bank-ის რაიონშია და მის მეზობლად გეორგიანული ეპოქის სახლებია. სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი პირვანდელი ინტერიერიც. 

Banner M2
Banner M2

 

[წყარო: Dezeen]

„შუშის“ სახლი ბუნებაში 1950-იანი წლებიდან

1960-იანი წლების ბინის რეკონსტრუქცია – ძველი და თანამედროვე ტრენდების სინთეზი