in

„შუშის“ სახლი ბუნებაში 1950-იანი წლებიდან

Banner M2
Banner M2

ეს შუშის სახლი ილინოისის შტატში (ა.შ.შ.) 1951 წელს აშენდა და მისი დიზაინერი მის ვან დერ როეა. დღეს კი იმითაა გამორჩეული, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, პირველი მფლობელის, ედიტ ფარნსუორტის ავეჯითა და პირადი ნივთებით მოაწყვეს. ფარნსუორტი ამ სახლში 1950-1960-იან წლებში ცხოვრობდა. ყველაფერი საკუთარი გემოვნებით ჰქონდა შეძენილი – ავეჯი, ანტიკვარული ნივთები და დეკორატიული აქსესუარები იმ დროისთვის ძალიან ცნობილ იტალიელ და სკანდინავიელ დიზაინერებს დაამზადებინა. „შუშის“ სახლი 1970-იან წლებში უძრავი ქონების მაგნატმა, ბრიტანელმა ბარონ პიტერ პალუმბომ შეიძინა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა. ბოლოს აღდგენითი სამუშაოები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ ცოტა ხნის წინ ჩაატარეს.

[წყარო: Dezeen]

ფოლადის წითელი სვეტები ინტერიერის დიზაინში

ძველი ბინიდან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცემდე – შოტლანდიელი არქიტექტორების ნამუშევარი