in

ასაწყობი სახლი ბრაზილიის სამხრეთში

Alliance Group
Alliance Group

პორტო კუადრადოს (Porto Quadrado) პროექტი, რომლის დადგმასაც ორი დღე დასჭირდა, რიო გრანდი დუ სულის ტყეში მდებარეობს. თავდაპირველი იდეა იყო, რომ შეექმნათ დასასვენებელი სახლი, რომელიც სამ ოჯახს დაიტევდა, მაგრამ ეს მიზანი ადგილობრივმა ტყის ლანდშაფტმა შეცვალა და მოცემულობა დაშალეს სამ ოცდათხუთმეტი კვადრატული მეტრის ფართობის ნაგებობად.

სახლის კომპაქტური გეგმარება მოიცავს შესასვლელს, სამზარეულოს, საერთო ოთახს, აბაზანას, საძინებელსა და ტერასას. ოპტიმირებული გეგმარება და მასალები სახლის კონსტრუქციას ამარტივებს და ასევე ამყარებს მჭიდრო კავშირს ბუნებასთან. სახლი აშენებულია დათბუნებული პანელებისგან, რომელიც საკმაოდ გამძლეა და მისი ღირებულებაც საკმაოდ დაბალია. მსგავსი პანელებით სამივე სახლის მშენებლობას სულ რაღაც ორი დღე დასჭირდა.

პანელები შიგნიდან მოუპირკეთებელი დატოვეს, გარედან კი ალუმინის თხელი მასალით არის მოპირკეთებული. საბოლოო პროდუქტი გამოიყურება როგორც მეტალის ყუთი, რომელსაც ხის ინტერიერი აქვს.

წყარო: Designboom

ალვარო სიზა ვიეირას განსაცვიფრებელი საცურაო აუზი

სავაჭრო ცენტრი ეკლექტიკური დიზაინით