in

ასტონ მარტინის დიზაინით შექმნილი სახლი

Alliance Group
Alliance Group

მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ ასტონ მარტინმა ითანამშრომლა ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიასთან – U3, რომ შექქმნა სახლის დიზაინი ჰადსონ ვალიში, ნიუ იორკში. სახლის მშენებლობა, რომელსაც უწოდებენ Sylvan Rock, 2021 წელს დაიწყება და სახლში ინტეგრირებული იქნება ასტონ მარტინის მანქანების კოლექციის გამოფენა, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს თავისი განსაკუთრებული მანქანების კოლექცია გამოფინოს.

Sylvan Rock მანჰეტენიდან 2 საათის სავალზეა, ტყეში რაც მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს ქალაქთან ახლოს მოშორდნენ ხმაურს და განიტვირთონ ბუნებაში.

Images are by S3 Architecture
Images are by S3 Architecture
Images are by S3 Architecture

სახლის ფასადი უმეტესად მინის ვიტრაჟები და შავი კედარის მოპირკეთებისგან შედგება. გადახურვა მუქი ფერის მეტალისაა და ძალიან არასტრანდარტული, კუთხოვანი ფორმები აქვს. ასეთი გადახურვის მიზანი იყო რომ ჩამოშლილი კლდის დაცემა აერიდებინათ სახლისთვის და მას ერთგვარი ფარის ფუნქცია ჰქონოდა იმ ადგილებში, სადაც კლდეა.

“როდესაც დიზაინს ვაკეთებთ, ვუსმენთ საპროექტო ტერიტორიას და შემდეგ ვპასუხობთ მას” – ამბობს U3-ის პარტნიორი, ქრისტოფერ დირიგი. “ისეთი განცდა უნდა იყოს, თითქოს სახლი დაიბადა ამ არსებული გარემოსგან.”

სახლში ასევე იქნება სამუშაო სივრცე, სადაც მაცხოვრებლებს შეეძლებათ განმარტოება და მუშაობა. ოთახების უმეტესობა გადაჰყურებს გარე აუზს და ტერასას, მათ უკან კი ბუნების ხედი იშლება.

Images are by S3 Architecture
Images are by S3 Architecture

ასტონ მარტინი ასევე ჩართულია ინტერიერის დიზაინის პროექტზე, მათ პროექტში ხის პარკეტი, მარმარილოს ელემენტები, ტყავის ავეჯი და მუქი შოკოლადისფერი კედლებია.

“ასტონ მარტინთან მუშაობამ მოგვცა ის, რომ სახლის დაპროექტებას ვუყურებდით ისე, როგორც მანქანის დიზაინს – 360 გრადუსით, სადაც არცერთი კუთხე თუ ფასადი არ არის დომინანტური” – დოგ მაქსველი, U3-ის პარტნიორი.

სახლს ასევე აქვს პატარა ბაღი, რომელიც მცირე რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის მოყვანის საშუალებასაც იძლევა, და ასევე პატარა ხის სახლები, სადაც კარგ ამინდში, ბუნებაში შეიძლება ღამის გათევა.

Images are by S3 Architecture
Images are by S3 Architecture

წყარო: Dezeen

ჰაერის გამწმენდი საუკეთესო მოწყობილობები 2020 წლისთვის

ხელოვნური ინტელექტი და არქიტექტურა