in

ხელოვნური ინტელექტი და არქიტექტურა

Alliance Group
Alliance Group

 

ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიას ცვლის და არც არქიტექტურაა გამონაკლისი.

არქიტექტორები არ არიან დარწმუნებული, რა უნდა იფიქრონ ხელოვნურ ინტელექტზე (AI). თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით, თუ როგორ შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენით ინდუსტრიები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, მედიცინა და წარმოება. როგორ ფიქრობთ, რა ელის ამ მხრივ არქიტექტურას?

ძირითადი საფიქრალი ის არის, რომ არსებობს საფრთხე, შემოქმედთა ჩანაცვლება სუპერ-ინტელექტუალური რობოტებით განხორციელდეს, რომლებიც დააპროექტებენ შენობებს, შექმნიან ხელოვნების ნიმუშებს ან დაამზადებენ მანქანების დიზაინს.

თუმცა კომპიუტერებს არ შეუძლიათ კარგი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ადამიანებისთვისაა შესაძლებელი.  ყოველდღიური რუტინული ამოცანების გადაჭრით, ვფიქრობთ AI– ს მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანის.  დაზოგილი დრო კი შემოქმედებით პროცესს შეიძლება მოხმარდეს.

დიდი მონაცემები შეცვლის ყველაფერს ჩვენს დიზაინში

ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული სისტემა. შეუძლია შეასრულოს ისეთი ამოცანები, რომლებიც ჩვეულებრივ მოითხოვს ადამიანის ინტელექტს, როგორიცაა ვიზუალური აღქმა, მეტყველების ამოცნობა, გადაწყვეტილების მიღება და თარგმნა ენებს შორის.

AI იღებს ამ გადაწყვეტილებებს უზარმაზარი მოცულობის მონაცემების გამოყენებით და სწორედ აქ შეიძლება AI– ს გამოყენება არქიტექტურაში.

არქიტექტორები უკვე იყენებენ მშენებლობაში დაგროვილ მონაცემებს, დიზაინსა და არქიტექტურაში ახალი პროექტების შესაქმნელად. თუმცა ინდუსტრიაში დიზაინერებისა და დამგეგმავების უმეტესობისთვის ეს პროცესი ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

წამის მემილიარდედში უზარმაზარი მოცულობის მონაცემების გადამუშავება-გამოყენების შესაძლებლობა საოცრებას მოახდენს არქიტექტურისა და დიზაინის პროცესის გაუმჯობესებაში.

ქვემოთ მოცემულია არქიტექტურის ხუთი მიმართულება, სადაც AI იმოქმედებს.

1. ხელოვნური ინტელექტი შეცვლის საფუძვლებს 

 

AI– ს შესაძლებლობას გამოიყენოს მონაცემები გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მისაღებად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დიზაინის პროცესში, განსაკუთრებით არქიტექტორული პროექტის ადრეულ ეტაპზე.

არქიტექტორისთვის, პროექტის დაწყება ითხოვს უამრავი საათის კვლევას, როგორც პროექტის დიზაინის მიზნის გაგებისთვის, ისე განვლილი პროექტების ანალიზისთვის. სწორედ აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტი.

AI–ის შესაძლებლობით, მიიღოს და გადაამუშავოს უსაზღვრო რაოდენობის მონაცემები , არქიტექტორს შეუძლია ერთდროულად, მარტივად დაიწყოს რამდენიმე იდეის გამოკვლევა და ტესტირება და შექმნას კონცეპტუალური დიზაინი კალმისა და ქაღალდის გამოუყენებლად.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა შექმნათ საოჯახო სახლი. ამოცანა, რომელიც არც ისე ადვილი საქმეა. თქვენ უნდა იფიქროთ კლიენტის საჭიროებებზე, მოლოდინებსა და დიზაინის ენაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უნდა გესმოდეთ ის კანონები, რომლებიც არეგულირებს სახლის აშენებას.

თქვენ გაქვთ მონაცემები ოჯახის შესახებ, როგორიცაა ასაკი, სქესი, ოჯახის ზომა და ა.შ.

AI სისტემის საშუალებით, არქიტექტორს შეუძლია მიიღოს მონაცემები ზონირებაზე, სამშენებლო ნორმებსა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე, მათზე დაყრდნობით კი შექმნას დიზაინის სხვადასხვა ვარიანტი.

2. პარამეტრიული არქიტექტურა უფრო გავრცელებული გახდება

პარამეტრიული არქიტექტურა – მოდური სიტყვაა, რომელსაც არქიტექტურის სამყაროში შესვლისას წააწყდებით. ეს ჩვენი ფავორიტი არქიტექტორების საიდუმლო იარაღია.

პარამეტრიული დიზაინი არის დიზაინის სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გარკვეული პარამეტრებით ითამაშოთ სხვადასხვა ტიპის შედეგების შესაქმნელად და შექმნათ ისეთი ფორმები და სტრუქტურები, რომლებიც სხვაგვარად არ იქნებოდა შესაძლებელი.

თითქმის ისევე, როგორც არქიტექტორის პროგრამირების საკუთარი ენა, ეს არქიტექტორს საშუალებას აძლევს შეარჩიოს თქვენი დიზაინის შედეგი, დააყენოს შეზღუდვები, დაამატოს მონაცემები და რამდენიმე წუთში თქვენი პროდუქტის ან შენობის მრავალი განმეორება შექმნას.

პარამეტრული არქიტექტურა პოპულარული გახდა CAD ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა „Grasshopper“. ის კომპლექსური ალგორითმებით  გეომეტრიულ პროგრამირებას იყენებს, რაც საშუალებას აძლევს არქიტექტორებს შექმნან შენობა, შეცვალონ იგი და მოახდინონ მისი ოპტიმიზაცია მათი საჭიროებების შესაბამისად.

მსგავსი ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს AI- ს გააკეთოს ის, რაშიც ის ძალიან კარგია.

3. მშენებლობა ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი გახდება

 

შენობის მშენებლობის დაგეგმვისას, ვერასდროს იქნებით ბოლომდე მომზადებული. ზოგჯერ წლობითაა დაგეგმვა საჭირო იმისთვის, რომ არქიტექტორის ხედვა გაცოცხლდეს . ეს არის მოედანი, სადაც AI ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია.

AI არქიტექტორების დაგეგმვის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. მათ  უამრავ მონაცემზე წვდომას, მოდელების შექმნას, შენობის გარემოს ინტერპრეტაციას და ხარჯთაღრიცხვას შეთავაზებს. მთელი ეს ინფორმაცია მარტივად შეიძლება  არქიტექტორს მიეწოდოს, რაც ხელს შეუწყობს დიზაინისა და მშენებლობის დროის შემცირებას.

რაც შეეხება კონსტრუქციულ მხარეებს, AI- ს შეუძლია შექმნას რაღაც მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალის დახმარების გარეშე.

ამჟამად მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მკვლევარებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დრონები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირის მეშვეობით გარკვეულ მოდელებს ქმნიან.

4. ჭკვიანი ქალაქები ყველგან გაჩდება

ქალაქები მნიშვნელოვნად შეიცვლება მომდევნო წლებში. მისი დაგეგმვა რთული ამოცანაა, რომელიც  მრავალი წლის ზუსტ დაგეგმარებას მოითხოვს.

არქიტექტორის მთავარი ამოცანაა იმის გაგება, თუ როგორ განვითარდება ქალაქი, როგორი იქნება მასთან ეკოსისტემის თანაარსებობა. ჭკვიანი ქალაქის გაჩენა  არქიტექტორებს  თავიანთი ტრადიციული მოდელების გადახედვას აიძულებს.

„სმარტ“ ქალაქები იქნება ის ადგილები, რომლებიც, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, რეალურ დროში მონაცემების გაცვლით იმართება. შენობები, სმარტფონები, მანქანები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ერთმანეთს დაუკავშირდება. მოხდება ნარჩენების შეზღუდვა, უსაფრთხოების გაზრდა და მოძრაობის რეგულირება. ეს ტენდენცია მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქალაქში შეგიძლიათ უკვე იხილოთ.

5. ხელოვნური ინტელექტი შეცვლის თქვენს სახლს

 

სრულყოფილი სახლის მშენებლობის გარდა, არქიტექტორებს იმაზე ფიქრი მოუწევთ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გააუმჯობესოს მომხმარებელთან ურთიერთკავშირი.

აქედან გამომდინარე, AI-ს საშუალებით შეიქმნება ე.წ. “ჭკვიანი სახლები” ანუ საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც მონაცემების მართვადი სისტემით აღჭურვილი, რთული, ცოცხალი ორგანიზმები იქნება.

არქიტექტორთა მთავარი გამოწვევა კი ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი სახლის დიზაინის ენის შესატყვისად გამოყენება იქნება.

ასტონ მარტინის დიზაინით შექმნილი სახლი

როგორ გავაფორმოთ სახლი სკანდინავიურ სტილში – Homeis გირჩევთ