in ,

ბინა ასათიანის ქუჩაზე “ლოფტისა” და სკანდინავიური სტილის სინთეზით – 4 VISUAL-ის პროექტი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული საცხოვრებელი ბინის  ფართი 115 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მისი დიზაინი და სარემონტო სამუშაოები შესრულდა სტუდია 4 VISUAL-ის მიერ.

პროექტის ავტორების თანახმად, მათი მიზანი იყო, შეექმნათ თანამედროვე და ორიგინალური საცხოვრებელი სივრცე ბინის პოლონელი მეპატრონეებისთვის. ინტერიერში გაერთიანებულია რამდენიმე სტილი “ლოფტისა” და სკანდინავიურის სახით. პროექტში გამოყენებულია ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ნატურალური ხე და საავეჯე ფანერა, აგრეთვე საინტერესო დიზაინერული შტრიხი შემოაქვს ბეტონის ჭერზე არსებულ დეკორატიულ ელქტრო სადენებს.

ბავშვების საძინებლის ავეჯი, კედლისა და ჭერის შეფუთვა დამზადებულია საავეჯე ფანერისგან, რაც დამატებითი საინტერესო ელემენტია და არც თუ ისე ხშირად გვხვდება ქართულ საცხოვრებელ სივრცეებში.

მისაღებ ოთახში ტელევიზორის კედელი და კუნძულის ნაწილი შეფუთულია ხის კედლის პანელებით, რასაც ინტერიერში სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა შემოაქვს.

აღსანიშნავია, რომ მოცემუმ პროექტში 4 VISUAL-ის პარტნიორი კომპანია იყო ავეჯის საწარმო „კორა“ რომელმაც ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა დიზაინერების  მიერ დასახული ამოცანები და შესაძლებელი გახადა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება.

დიზაინერი: თინათინ დემეტრაშვილი

დიზაინ სტუდია: 4 VISUAL

რემონტი: 4 VISUAL-ის სარემონტო ჯგუფი

ავეჯი: Cora

ფოტოგრაფი: გიორგი ქაშიაშვილი

Homemade – ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს

“L” ფორმის ვილა ბელგიაში