in

ბრაზილიური მოდერნიზმით შექმნილი ბინა სან-პაულუში

შუასაუკუნეების ბრაზილიური მოდერნიზმი დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მარტივ და გეომეტრიულ ფორმებს იყენებს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ჩვენი ამჟამინდელი განხილვის საგანი – ბინა სან-პაულუში, ბრაზილიაში, სწორედ ამ დიზაინითაა შექმნილი.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ეს არის 140 კვ.მ ფართობის მქონე სახლი, რომელიც მდებარეობს 1946 წელს აშენებულ ლუვეირას შენობაში. შესაბამისად, ბინის ინტერიერის შექმნის დროს, დაცული იყო შემდეგი პრინციპი – დიზაინი ყოფილიყო მისივე ისტორიისა და ესთეტიკის გაგრძელება.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ სახლს… ბინისთვის დამახასიათებელია მაღალი კედლები და სწორედ რომ 2.2 სიმაღლის ბეტონის კედელი ყოფს სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს. ფანჯრის ჩარჩოები შეღებილია იმავე ფერით, რომელიც შენობის ფასადზეა გამოყენებული, ხოლო სამზარეულოს იატაკი დაფარულია მწვანე მქრქალი ფაიფურის კრამიტით, რაც ლუვეირას გარე ფართობის იატაკის ეკვივალენტური მასალაა.

საინტერესოა, რომ ბრაზილიურ ბინაში კონკრეტული სივრცეებია გაერთიანებული. მაგალითად, მისაღებ და სასადილო სივრცეს აქ ერთად ვხვდებით. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მისაღები ოთახი სახლის მეპატრონისთვის ოფისის როლსაც ასრულებს. ამ სივრცეების გაგრძელებაა მცირე ბიბლიოთეკა, სადაც დივანი და ტელევიზორია განთავსებული – ერთგვარად ეს მოსასვენებელი ზონაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბინა სავსეა მცენარეებით, რაც იდეალურად ერწყმის ინტერიერის ფერებს. აქ შეიძლება ყველანაირი ფერი შეგვხვდეს, თუმცა ისინი იშვიათად მეორდება. როგორც ჩანს, ბინის მფლობელს ძალიან უყვარს ხელოვნება, რაც ბინას მისი ნახატების სიმრავლეზე ეტყობა.

ხის ავეჯი, ფაქტობრივად, მოდერნიზმის განსახიერებაა – ის მარტივი, ელეგანტური ფორმისაა და სწორედ ისეთია, როგორსაც ძველად, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში აქტიურად იყენებდნენ ბრაზილიაში.

აბაზანა, რომელიც იყენებს ჰიდრავლიკურ ფილებს, მოიცავს საკითხავ ადგილს, დახურულ ბაღსა და პატარა, მშრალ საუნას. ასევე უნდა აღინიშნოს ცისფერი ფილები, რომლებიც სააბაზანოში გვხვდება – ისინი ჰარმონიულად უერთდება ბინის საერთო, სადა დიზაინს.

კარადა, რომელიც მდებარეობს საძინებელ და სველ წერტილებს შორის, ჰყოფს ამ ორ ადგილს მხოლოდ კარადების გამოყენებით, ყოველგვარი სხვა კედლის გარეშე.

არქიტექტურული ფირმა: Ana Sawaia Arquitetura

ფოტოგრაფი: Carolina Lacaz

Ceramica Vogue – იტალიური კერამიკის ფილების ბრენდი

სანდრო წერეთლის ნიუ-იორკის შთაგონებით შექმნილი ინტერიერი