in

სახლი ბრაზილიაში – განმარტოებული თავშესაფარი მეგაპოლისისგან თავის დასაღწევად

Alliance Group
Alliance Group

ატლანტიკის ტყეში ჩაფლული სახლი, რომელიც სან პაულოდან ერთი საათის მანძილზე Fazenda Boa Vista-ში მდებარეობს, ქალაქური ცხოვრების სტრესისგან თავის დასაღწევად და ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს.

Studio Guilherme Torres-ის მიერ შექმნილი პროექტი მშვიდი, განმარტოებული ცხოვრების კონცეფციას შესანიშნავად წარმოაჩენს.

როდესაც ადამიანი ეზოს ზღურბლს გადააბიჯებს, მის თვალწინ გადაიშლება მონოლითური, მკაცრი გეომეტრიის მქონე შენობა, რომელიც შიდა ეზოსთან, საცურაო აუზთან და ბაღებთან ერთად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. თეთრად შეღებილი ხუთი ერთეული შედგება დამოუკიდებელი ლუქსებისგან და ცენტრალური მოცულობისგან, რომელიც საერთო სივრცეებს აერთიანებს.

ინტერიერში ავეჯი (ბევრი მათგანი თავად ფირმის მიერ არის შექმნილი) ადგილობრივი ხალხის მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებთან საუცხოოდ ურთიერთქმედებს ოთახებში, სადაც ისეთი ბუნებრივი მასალები გვხვდება, როგორიცაა ხე, აგური და პორფირი.

ინტერვენცია ჩაფიქრებული იყო გარემოს მდგრადობისადმი უდიდესი ყურადღებით: სტრუქტურა მთლიანად დამზადებულია მრავალშრიანი ლამინირებული მერქნის პანელებისგან — ეს არის ტექნოლოგია, რომელიც, რკინაბეტონთან შედარებით, ნარჩენების და სათბურის აირების წარმოქმნას მნიშვნელოვნად ამცირებს. სახლს ენერგია ფოტოელექტრული (მზის რადიაციის ელექტროენერგიად გარდაქმნის მეთოდი) სისტემის საშუალებით მიეწოდება. წყლის ავზები, გარდა დახვეწილი ორნამენტული ასპექტისა, წვიმის წყლის შეგროვების საშუალებას წარმოადგენს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: “მწვანე კონცხი ბოტანიკო” აჭარაში

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის #Homeisინსპირაცია