in

Bodega Vespucci – ძველი ღვინის მარნის ტრანსფორმაცია ლოფტად

Alliance Group
Alliance Group

Bodega Vespucci-ის პროექტი წარმოადგენს ძველი ღვინის მარნის ტრანსფორმაციას სამი საძინებლის მქონე საცხოვრებელ ლოფტად, რომელთაგან თითოეულს საკუთარი აბაზანა აქვს.

ქმნის რა სამკუთხედს სევილიასა და გიბრალტარის სრუტეს შორის, Bodega პუერტო დე სანტა მარიაში, კადისის რეგიონში მდებარეობს და ატლანტის ოკეანეს ესაზღვრება. იდეალური, მზიანი მდებარეობიდან გამომდინარე და გარე ეზოსთან პირდაპირი კავშირის წყალობით, Bodega საკმარისი განათებით არის უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ის სარდაფში მდებარეობს.

სტრუქტურა ბეტონით შეიქმნა. იდეა იყო არსებულ სივრცესთან ისე მუშაობა, რომ გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა გაზრდილიყო. პროექტის კონცეფცია არის ორმაგი სიმაღლის მაქსიმალურად გაზრდა და მისით შექმნილი განცდის „მინის ყუთის“ საშუალებით გაძლიერება. ამისათვის, თანამედროვე მინიმალისტური ელემენტები თავშეკავებულად არის მხარდაჭერილი არსებული სტრუქტურით.

„მინის ყუთი” არაორდინალურ, მცურავი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. გამჭვირვალე მინა პროექტის მინიმალისტურ ასპექტს უსვამს ხაზს. ეს სივრცე მოიცავს ორ საძინებელს კერძო სველი წერტილებით. გაძლიერებული HVAC სისტემა (გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება) ჰაერის უწყვეტად განახლების საშუალებას იძლევა.

„მინის ყუთზე“ ასვლა ახალი ბეტონის კიბის წყალობით არის შესაძლებელი. საფეხურები შექმნილია მართკუთხა ბლოკებით, რომლებიც კედელში ფოლადის ძელებით არის დაფიქსირებული. ეს კიბე მცურავი ელემენტების იდეას კიდევ უფრო აძლიერებს.

სამზარეულო „მინის ყუთის“ ქვემოთ არის განლაგებული, ხოლო მისაღები ოთახი ორმაგი ჭერის (5 მეტრი) მქონე ნაწილში მდებარეობს. ამ სივრცეს გააჩნია პირდაპირი წვდომა გარე ეზოზე, ამიტომ ის ბუნებრივი განათებით არის უზრუნველყოფილი.

ამრიგად, პროექტის მიზანი იყო, რომ ყოველი ახალი ინტერვენციის მუდმივობის შენარჩუნება, იმავდროულად, მცურავი სივრცის შთაბეჭდილების შექმნა, არსებულის მიერ დამალული ახალი სტრუქტურის წყალობით. ეს ელემენტი სახლს სიმსუბუქის განცდას ანიჭებს, მას კი აძლიერებს მინა, რომელიც ბეტონის მასიურ და უხეშ ასპექტთან კონტრასტს ქმნის.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: “პავლონია” ბათუმში

პატარა საძინებელი: რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის – #homeisინსპირაცია