in

Casa Treliça — პროექტი, რომლის გარემოსდაცვითმა მიდგომებმა ჯილდო დაიმსახურა

Alliance Group
Alliance Group

Casa Treliça — 464 მ² ფართობის მქონე სახლი, რომლის პროექტზეც არქიტექტურულმა ფირმებმა — Terra Capobianco-მ და Galeria Arquitetos-მა იმუშავა, სან პაულოში, ალტო დე პინიეროსის რაიონში მდებარეობს. მიზანი იყო ისეთი საცხოვრებლის შექმნა, რომელიც ირგვლივ არსებულ 533.35 მ²-ის სიდიდის ლანდშაფტთან სრულად იქნებოდა ინტეგრირებული.

პირველ სართულზე გამოყენებული მინის ფასადები გაშლილი სივრცის განცდას ქმნის, რაც 3 მეტრის სიმაღლის ჭერის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. გასაგორებელი მინის პანელების საშუალებით, მისაღები და სასადილო ოთახები შეიძლება მთლიანად გაიხსნას, რაც ვერანდასთან, აუზთან და ბაღთან სრული ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. ბეტონის საფეხურებით შექმნილი ბილიკი გადის ბაღში — დასასვენებელ ზონამდე, საუნითა და ბარბექიუს გრილით.

სოციალურ ზონასთან არსებულ კიბეს, რომელიც ლითონითა და ხით არის შექმნილი, მეორე სართულზე მივყავართ. აქ განლაგებულია მთავარი საძინებელი, ორი გარდერობი, ორი სველი წერტილი, სტუმრების საძინებელი და ფიტნეს დარბაზი.

საძინებლები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ არის მიმართული და აღჭურვილია ვერტიკალური ჟალუზებით, რომლებიც დამზადებულია ავტოკლავირებული და კარბონირებული ფიჭვისგან — ეს მასალა ცნობილია გამძლეობით.

კონსტრუქციული გადაწყვეტების შედეგად, პროექტის სხვა ასპექტებთან ერთად, Casa Treliça-ს მიენიჭა ვერცხლის სერტიფიკატი Green Building Council Brasil-ისგან. რეზიდენცია აღჭურვილია ფოტოელექტრული პანელებით, ასევე წყლის რეზერვუარით, რომელში დაგროვილი წყალიც საპირფარეშოსთვის არის განკუთვნილი. სახლს ასევე გააჩნია წვიმის წყლით ბაღის მორწყვის ავტომატიზებული სისტემა.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მწვანე ფერი ინტერიერში — რჩევები საინტერესო დეკორის შესაქმნელად

4 ადგილი თბილისში, სადაც დიზაინერულ ხალიჩებს შეიძენთ