in

სახლი კონტრასტული ინტერიერით – Tad.atelier-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ვიეტნამში, კერძოდ დალატაში, არის ერთი ორიგინალური, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალით დატვირთული სახლი, რომელიც მისმა მეპატრონეებმა უქმეებზე ქალაქისგან გასარიდებლად ააშენეს. ესაა 160 კვ.მ ფართობის მქონე შენობა, რომელიც სრულადაა ჩაფლული სიმწვანეში არამხოლოდ გარედან, არამედ – შიგნიდანაც.

სახლი ხეობისკენ მიმართულ ფერდობზეა გაშენებული და ამ ადგილიდან სწორედ რომ ხეობის საოცარი პეიზაჟი იშლება. მიწის ფართობი დიდი სულაც არაა, მაგრამ არქიტექტორებმა მაღალი შენობის აშენების გზით, ის ძალიან ოპტიმალურად გამოიყენეს. სახლში მფლობელის ლუქსი და სტუმრების საძინებლები განთავსებულია უკანა ნაწილში, ხოლო წინა ნაწილში მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახები გვხვდება.

სახლის არქიტექტურა თავისთავად ასახავს დაპირისპირებული მხარეების თანაარსებობას: ანუ, ბუნებრივისა და ადამიანის მიერ შექმნილის კომბინაციას.

“სიბნელე სინათლის წინააღმდეგ; მყარი რბილის წინააღმდეგ და ა.შ – ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ამ სტრატეგიულ წყვილებს სივრცითი მოწყობის, გამოყენებული მასალის, განათების დიზაინისა და ფერის კომბინაციის საშუალებით,” – ამბობენ არქიტექტორები.

მიწისქვეშა სივრცე ჩაფიქრებულია როგორც ღია გეგმა, რომელშიც “შემოჭრილი ლანდშაფტი” გვხვდება. ბუნდოვანი საზღვრები სპეციალურადაა გაკეთებული, რათა შეიქმნას გაურკვევლობის განცდა.

ფასადის მყარი და მძიმე მასალისაგან განსხვავებით, ფოლადის კიბე დაპროექტდა როგორც მსუბუქი, მყიფე, მცურავი ელემენტი სახლის შუაგულში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ელემენტია, კიბის ჩარჩოს სტრუქტურა და ფოლადის საფეხურები კიბეების სისტემისთვის ასევე ხელს უწყობს სივრცის ჰაეროვნებასა და რბილი შუქის წვდომას ქვემოთ არსებულ სივრცეებზე. გარე კიბე ისეა განთავსებული, რომ სტუმრებს შეეძლოთ პირდაპირ წავიდნენ პირველ სართულზე, ბუფერული ზონიდან. კიბეები გრძელდება ტერასამდე, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ფიჭვნარის ხეობისკენ.

ამ პროექტს მისი არქიტექტორები უწოდებენ ოპოზიციურ თამაშს, სადაც სხვადასხვა, დაპირისპირებული ელემენტი ერთ სივრცეშია განლაგებული. ყველაფერი ეს კი ერთმანეთს ავსებს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

არქიტექტურული სტუდია: Tad.atelier

ფოტოგრაფი: Courtesy of Tad.atelier

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად

ნიკოლოზ ლომიძისა და ალექსანდრე ღარიბაშვილის Swimming Pool Project მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია