in

რემონტის გიდი: რა არის დაფარული მონტაჟის პლინტუსი

იატაკისა და კედლის შეერთების ტექნიკური ადგილის დასაფარად უმეტეს შემთხვევაში პლინტუსს იყენებენ. თუმცა ეს ელემენტი ყველასთვის მოსაწონი როდია. როცა არ გვსურს, რომ იგი თვალში გვხვდებოდეს, მისი დაფარული მონტაჟი იდეალური გამოსავალია. ამ სტატიაში ვეცდებით გავერკვიოთ თუ რა არის ეს და რა შესაძლებლობებს იძლევა ის ინტერიერში.

დეკორატიული ელემენტის თავისებურებები

დაფარული პლინტუსი, მისი ანალოგის მსგავსად, კედლისა და იატაკის არაესთეტიური შეერთების ადგილს ფარავს. მიუხედავად ამისა, ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი პლინტუსი კედელზე მაგრდება, ხოლო დაფარული – კედელში. შედეგად კი კედლის ერთიან, სწორ ზედაპირს ვღებულობთ.

კონსტრუქციულად ის ორი ელემენტისაგან შედგება: ლითონის პროფილისა და დეკორატიული ფიცრისგან. ლითონის პროფილი კედელში რემონტის დროს დგება, შემდგომ თაბაშირმუყაოთი ან ფითხით სწორდება. უკანასკნელის გამოყენების დროს პროფილი შეფითხვნის დროს ნიშნულის როლსაც ასრულებს. გასწორებულ და დამუშავებულ ზედაპირზე დეკორატიული ფიცარი მაგრდება.

დაფარული პლინტუსის ზომები და გაფორმება სხვადასხვა მწარმოებელს განსხვავებული აქვს, თუმცა ყველა მათგანის კონსტრუქცია ერთნაირია. სიმაღლე როგორც წესი, 10 სმ-ს არ აღემატება. გაფორმება გამოყენებულ მასალაზეა დამოკიდებული. უფრო ხშირად ის ალუმინისგან ან „მდფ“-სგან მზადდება, თუმცა არსებობს პლასტმასისა და ხის მოდელებიც.

ლითონის ელემენტის დეკორირება პლასტმასით ან ღებვით ხდება. ფერი და ტექსტურა განსხვავებულია. „მდფ“-ის ფიცრები ხშირ შემთხვევაში დაგრუნტულია და მონტაჟის შემდგომ მათ სასურველ ფერში ღებავენ. არსებობს მოდელები, რომლებიც სხვადასხვა ჯიშის ხისა და ქვის იმიტირებას ახდენს.

პლინტუსის პროფილები ფორმითაც განსხვავდება. არსებობს მოდელები ელ. სადენების არხებით. დაფარული პლინტუსების კიდევ ერთი ნაირსახეობა მასში განათების ჩამონტაჟების საშუალებას იძლევა.

დაფარული პლინტუსები მონტაჟის მიხედვითაც განსხვავდება. თუმცა პირველი ელემენტის – ალუმინის პროფილის მონტაჟი ყველასთვის ერთია, ხოლო დეკორატიული ფიცარი სხვადასხვაგვარად მაგრდება. ის შესაძლებელია სამაგრებით ან სპეციალური წებოთ დაეკრას. ზოგს გამზადებული წებოვანი ზედაპირი აქვს და ფირფიტის მოშორების შემდგომ მისი პროფილზე დამაგრებაა შესაძლებელი.

ძლიერი მხარეები

  • კედლისა და იატაკის ტექნოლოგიური შეერთების დაფარვა
  • გაფორმების ვარიანტების ფარტო სპექტრი, რაც ინტერიერში საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილებების გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • განათების ჩამონტაჟების საშუალება;
  • კედლის ზედაპირი ავეჯის დადგმას აიოლებს და დაგროვებული ჭუჭყის ადვილად მოშორების საშუალებას იძლევა;
  • პლინტუსში არსებული არხი სადენების გატარების საშუალებას იძლევა.

სუსტი მხარეები

  • მისი მონტაჟის სირთულე. ალუმინის პროფილის მონტაჟი საკმაოდ რთულია და ხელოსნისგან იუველირული სიზუსტის მუშაობას მოითხოვს;
  • მაღალი ფასი. მისი დაყენება სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, რაც შესაბამისად, ძვირი სიამოვნებაა.

როგორ გამოვიყენოთ დაფარული პლინტუსი ინტერიერში

დაფარული მონტაჟის პლინტუსი ინტერიერში არაორდინალური, ეფექტური გადაწყვეტილებების გამოყენების საშუალებას იძლევა. მოგიყვანთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს:

მთლიანი ზედაპირი

ამ შემხვევაში დაგრუნტული „მდფ“-ის დეკორატიულ ელემენტს იყენებენ. ძირითად ზედაპირსა და ელემენტს შორის მინიმალურ ღიობს ტოვებენ. მოპირკეთების შემდგომ კედლის ზედაპირსა და ელემენტს ერთ ფერში ღებავენს. შედეგად კედლის ერთიანი ზედაპირის ეფექტს ღებულობენ, რომელიც იატაკს იდეალურად ერწყმის.

მნიშვნელოვანი მომენტი: დეკორატიული ელემენტის შესაღებად მხოლოდ რეცხვადი საღებავია რეკომენდებული, რომელსაც შემდგომ კედლის ზედაპირის ელფერს შეუფარდებთ. ეს აუცილებელია, ვინაიდან ეს ელემენტი ხშირად ჭუჭყიანდება.

კონტრასტული კანტი

ასეთ გაფორმებაში ელემენტის ფერი კედლის ფერებთან კონტრასტირებს. ეს შეიძლება ღია ფერის კონტრასტი იყოს, რომელიც ძირითადისგან რამდენიმე ტონით განსხვავდება. მწარმოებლები უკვე გამზადებული ფერის ელემენტებს გვთავაზობენ, რომლებიც ლამინატს ან პარკეტს შეგვიძლია შევუხამოთ. საინტერესო შეხამება გამოდის ასევე ბზინვარე ლითონთან.

ჩრდილოვანი ნაკერი

ამ შემთხვევაში კედლის ზედაპირსა და ელემენტს შორის ნაპრალს ტოვებენ. მისი სიდიდე განსხვავებული შეიძლება იყოს. მასალად ღებვისთვის გამზადებულ „მდფ“ -ს იყენებენ და კედლის ტონში ღებავენ. შედეგად კედლის ზედაპირის დახვეწილი კანტი მიყვება.

მოლივლივე კედლის ეფექტი

ამ შემთხვევაში დეკორატიულ ჩანართს აღარ მიმართავენ. მონტაჟისთვის მხოლოდ ანოდირებული ალუმინის სპეციალურ პროფილს იყენებენ. ის გამძლეა და ნესტისგან არ ფუჭდება. ვიზუალურად ჩანს, რომ კედელი იატაკს არ ეხება და მიღებული შედეგი მოლივლივე კედლის ეფექტს ქმნის. უკანასკნელის გაძლიერებისთვის განათებასაც იყენებენ. ეს ხერხი არამხოლოდ ბინაში, არამედ ექსტერიერშიც გამოიყენება.

განათება

დაფარული პლინტუსი განათებით ეფექტურად გამოიყურება. პლინტუსის არხებში შუქდიოდის ლენტა თავსდება. განათება მისი სიკაშკაშის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქციასაც ასრულებდეს. მაგალითად, ღამის განათების ან „ლივლივის“ ეფექტის გამაძლიერებლის.

დაფარული პლინტუსი კარგია სხვადასხვა ინტერიერებისთვის, ხოლო მინიმალისტური დიზაინისთვის ის შეუცვლელია. ის ასეთი დიზაინის უბრალოებასა და ლაკონურობას უსვამს ხაზს. იგი განსაკუთრებით კარგად შეეფარდება მინიმალისტური დიზაინის განუყრელ ელემენტს „უჩინმაჩინ“ კარს, რადგან უჩარჩოო კარის ფონზე, ჩვეულებრივი პლინტუსი დიზაინიდან „ამოვარდნილი“ ჩანს.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია ცდაფარული პლინტუსის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

წითელკიბიანი ბინა ლონდონში

ტური სინდი კროუფორდისა და ჯორჯ ქლუნის სახლებში