in

თანამედროვე ტრენდი ინტერიერის დიზაინში – კარი ჩარჩოს გარეშე

რა არის 21 საუკუნის ყველაზე მოდური კარის წინაპარი?

დაფარული კარის იდეა რა თქმა უნდა, ახალი არ არის და მისი ისტორია მეთექვსმეტე საუკუნის ვერსალის სასახლიდან იწყება. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ლუდოვიკო XIV, შეთქმულებისა და აჯანყების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად ცდილობდა მისი ქვეშევრდომების ჩანაფიქრის გაგებას. ამ მიზნებისთვის სასახლეში მრავალი ფარული და საიდუმლო კარია გაკეთებული, რომელთა არსებობის შესახებ მხოლოდ მეფემ და არქიტექტორებმა იცოდნენ.

კარის დიზაინი მეტწილად დამოკიდებულია მის საპირეებზე (“ნალიჩნიკები”). ეს დეკორატიული ელემენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორი, მომრგვალებული ან ფიგურული თხელი ფიცრებით. საპირეს ძირითადი დანიშნულება კარის ჩარჩოსა და კედლის შეერთების ადგილის დაფარვაა. ითვლება, რომ კარი არ გამოიყურება ესთეტიურად  დასრულებულად საპირეების გარეშე. თუმცა, თანამედროვე დიზაინერები სხვაგვარად ფიქრობენ. არსებობს მრავალი სტილი, სადაც ეს კონსტრუქცია აქტუალურია.

ინტერიერში საგნების დიდი რაოდენობა, შეიძლება  სივრცის საერთო ხედს არ აფუჭებდეს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს ვიზუალურ აღქმას. რაც მეტი კარია ოთახში, მით მეტად შეზღუდულად გამოიყურება სივრცე. სწორედ ამიტომ, დიზაინერებმა ინტერიერში „უჩინმაჩინი“კარის კონცეფცია დააბრუნეს. ასეთი კონსტრუქცია სივრცეს იდეალურად ერწყმის და არატრადიციული გარეგნობის შექმნის საშუალებას იძლევა.

კლასიკურ ინტერიერში უსაპირო კარების ნახვა საკმაოდ ხშირადაა შესაძლებელი. მეტიც, „უჩინმაჩინი“ კარი  რესპექტაბელურად გამოიყურება. სანაცვლოდ კი თაროებს, კარნიზებსა და პორტალებს იყენებენ, ყველაფერს რაც საპირეების ძვირფას ალტერნატივას წარმოადგენს.

თანამედროვე ინტერიერს არ ახასიათებს ისეთი ფუფუნება, როგორც ეს კლასიკური სტილშის შემთხვევაში გვაქვს. თანამედროვე სტილი გულისხმობს სიმარტივესა და ლაკონურობა. აქ საპირეები ზედმეტია. რაც ნაკლებია მორთულობა და დეკორატიული ელემენტები, მით უკეთესი. ნაკლები დეტალები – მეტი სტილი.

მოდური ზედაპირები დაფარული ჩარჩოთი გვხვდება თანამედროვე საოფისე ფართებში, ქალაქის ბინებისა და სახლების ინტერიერებში. უსაპირო კარების ზედაპირზე არაფერია ზედმეტი, ამიტომაც მათი საშუალებით შესაძლებელია მრავალი საინტერესო და შთამბეჭდავი დიზაინის შექმნა.

ამგვარი კარი ღიობს სიმსუბუქეს სძენს, სწორედ ამის გამოა ეს სტილი პოპულარული. „უჩინმაჩინი“ კარის მომცრო სივრცეებში გამოყენების დროს ორი ფუნქცია სრულდება: პირველი, ფუნქციონალურობა და მეორე, სივრცის ვიზუალური ზრდა.

კარი “უჩინმაჩინი”, შეიცავს უხილავ საკარე ჩარჩოს, რომელიც კედელში საიმედოდაა დამალული. ასეთი მოდელებისთვის სპეციალურ ფურნიტურას – ხრახნიან სახსრებს იყენებენ.

უსაპირო კარის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა კარი გადაიქცეს კედლად. ზედაპირი, მოპირკეთებული კედლის ფონზე, ფაქტიურად არ ჩანს. ბევრი დიზაინერი ინტერიერის გაფორმების დროს ცდილობს, რომ კარიც და კედელიც ერთნაირად იყოს გაფორმებული.

შეიძლება იყოს ერთმხრიანი ან ორმხრიანი მოდელები. ხშირად საჭიროება მოითხოვს ოთახის მხოლოდ ერთი მხარის დაფარვას და შესაბამისად ერთმხრიანი კარი უფრო პოპულარულია. მასალა, რომლისგანაც ამ კარს ამზადებენ, ძალიან მტკიცე და მსუბუქია. კარის გახსნის რამდენიმე ტიპი არსებობს: სტანდარტული გამოღების სისტემა, პენდულის კონსტრუქიები და როტო-კარი, როგორც ეს მეტროშია. ყველაზე ხელმისაწვდომი ტრადიციული გამოღების კარია. პენდულის კონსტრუქციის კარი გაცილებით მოხერხებულია მოხმარებაში თუმცა საგრძნობლად ძვირია. როტო-კარი მაქსიმალურად მოხერხებული გადაწყვეტილებაა, თუმცა ასეთი სისტემების ფასი ძალიან მაღალია. ზოგადად, უსაპირო კარი და მისი მონტაჟი ტრადიციულ კართან შედარებით, გაცილებით ძვირია.

მინიმალიზმი 21-ე საუკუნის სტილია და ეს მიმართულება დიზაინშიც საკმაოდ პოპულარულია. აქ მნიშვნელოვანია ხაზების სიზუსტე და სიმსუბუქე. რაც დიზაინის დახვეწილობას უსვამს ხაზს.

როგორც უკვე ვთქვით, კარი ფარულ ხრახნიან სახსრებზე დგება, სწორედ მათი დამსახურებით კონსტრუქცია მსუბუქი და ელეგანტური გამოდის. ჩარჩოს ზედა ნაწილის დამაგრება, გარე გადაბმების გარეშე, ასევე ჭერზეა შესაძლებელი, რაც სივრცის გაზრდის საშუალებას იძლევა.

საიდუმლო კარი ადრე საიდუმლო ოთახებისთვის იყო საჭირო. ამჟამად, ასეთი კარის წინაშე სხვა ამოცანებია. მას ხშირად იყენებ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სურთ ერთ ოთახში არსებული ბევრი კარის ვიზუალური დაფარვა. ეს შეიძლება იყოს სველი წერტილების ღიობები, სათავსოები, სამზარეულო და სხვა მიმდებარე ოთახები. კარის ძირითადი დანიშნულებაა სივრცის ვიზუალური გაზრდა, განათება და გადატვირთული ოთახების შემსუბუქება.

ტრადიციული კარის სისტემისგან განსხვავებით, უსაპირო კარს აყენებენ კედლების საბოლოო დამუშავების წინ, იდეალურია სიტუაცია, როცა კედელი კარის ჩასაყენებელ ღიობამდეა დამუშავებული. ღიობის ზომები აუცილებლად კარის მწარმოებლის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. ასეთი კონსტრუქციის ჩასმის დროს ზომებში გადახრის შესაძლებლობა მხოლოდ 10 მმ-ია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კედელი მაქსიმალურად სწორი და იდელურად ვერტიკალური იყოს. გადახრა 1 მეტრზე მხოლოდ 1 მილიმეტრია დასაშვები.

 

რა არის მოდულური კონსტრუქციები?

თერაპია დიზაინით მილანის პრემიუმ სასტუმროში