in

9 ადგილი თბილისში, სადაც კარის სახელურს შეიძენთ

კარის სახელური პატარა, მაგრამ აუცილებელი დეტალია, რომელიც რემონტის ეტაპზე უნდა შეიძინოთ. სახელურის შერჩევა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის კარს იდეალურად უნდა ერგებოდეს. სახელურები ერთმანეთისგან დიზაინით, მასალით, ხარისხითა და სხვა ფაქტორებით განსხვავდება, რაც ბაზარზე სახელურების მრავალფეროვან არჩევანს განაპირობებს. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც თქვენთვის სასურველი სახელურების შეძენას შეძლებთ.

1.Nova

თუ გსურთ თქვენს კარს გამორჩეული და განსხვავებული სახელური მოარგოთ, რომელიც დიზაინის გარდა მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა, Nova-ს შოურუმში მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით, რომელიც თქვენი ინტერიერის დახვეწილ ხასიათსა და აქცენტებს უზრუნველყოფს.

2.დომინო

„დომინო“ სახელურებისა და საკეტების დიდ არჩევანს გვთავაზობს, სადაც სასურველი პროდუქტის შერჩევას მარტივად შეძლებთ. შოურუმში შეხვდებით პროდუქციის ფართო კოლექციას, რომელიც სხვადასხვა ფერის, ხარისხისა და დიზაინის მქონე სახელურებს მოიცავს.

3.Morelli

Morelli-ში სახელურების დახვეწილ ნიმუშებს ნახავთ, რომლებიც იძლევიან გარანტიას ათ წელზე მეტ ხანს უპრობლემოდ მუშაობაზე. შოურუმში იხილავთ სხვადასხვა ტიპის კომპლექტებსა და პროდუქტებს, რომლებიც საიმედოობასა და ხარისხზე არიან პასუხისმგებლები.

4.Mihouse.ge

რემონტისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა „მიჰაუსის“ დახვეწილ შოურუმში შეგიძლიათ, სადაც კარის სახელურების მრავალფეროვანი კოლექციები დაგხვდებათ, რომელთა შორისაც თქვენს გემოვნებასა და სურვილებზე მორგებულ პროდუქტს მარტივად შეიძენთ.

5.gabuild.ge

„გაბილდის“ კატალოგში შეხვდებით კარისთვის საჭირო ყველა ტიპის აქსესუარს, მათ შორის სახელურებს, რომლებიც თქვენი სახლის ინტერიერს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან.

6.გორგია

განსხვავებული და დახვეწილი მოდელებია წარმოდგენილი „გორგიას“ ფილიალებშიც, სადაც თქვენთვის სასურველ სახელურს პროფესიონალების დახმარებით შეარჩევთ და სახლში სახასიათო ელემენტებსაც შეიქმნით.

7.Bricorama.ge

Bricorama-ს ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტის საიტსა და შოურუმში შეხვდებით მეტალის, ხისა და სხვა მასალისგან შექმნილი სახელურების ელეგანტურ ნიმუშებს, რომლებიც თქვენს ინტერიერს ფრანგულ სტილსა და განწყობას მიანიჭებენ.

8.მოდუსი

„მოდუსის“ კოლექციაში ნახავთ სახელურებს როგორც გარე, ასევე შიდა კარებისთვისაც. აქ განთავსებული ნივთები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და ლამაზი დიზაინით, რომელიც ნებისმიერი სახის ინტერიერს მარტივად ერგება.

9.კარულა

ქართული ბრენდის, “კარულა“-ს შოურუმში კარის სახელურების დიდ არჩევანს შეხვდებით, რომელთა შორის საუკეთესოს არჩევაში პროფესიონალები დაგეხმარებიან.

თვითსწორებადი იატაკის საფარის ტიპები და მახასიათებლები

მწვანე სამზარეულოს მქონე მყუდრო შვედური აპარტამენტი