in

Profildoors-ის პირველი ოფიციალური შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა

საქართველოში Profildoors-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე, 66ბ ნომერში მდებარეობს. “პროფილდორსი” ნომერ პირველი ბრენდია თანამედროვე ინტერიერის დიზაინერულ გადაწყვეტებში, რის გამოც საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ბრენდი კარის წარმოებისთვის იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, თანამედროვე მასალას და კარის ინდუსტრიის საუკეთესო ტენდენციებს, რაც მათ წარმატებას და ბაზარზე მოწინავე პოზიციას განაპირობებს.

კომპანია ისწრაფვის იმისკენ, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მსოფლიო ხარისხის სტანდარტები, ამიტომ თუ აქამდე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა საქართველოში მხოლოდ ჰიპერმარკეტებში იყო შესაძლებელი, ამიერიდან მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ბრენდის პირველ ოფიციალურ შოურუმსაც ესტუმრონ.

საქართველოში გახსნილ შოურუმში შექმნილია კომფორტული სამუშაო გარემო როგორც ინტერიერის დიზაინერებისთვის, ასევე სტანდარტული მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, შოურუმის დათვალიერება შეუძლია ყველას, ვისაც სურს, რომ სახლში თანამედროვე, ხარისხიანი და დახვეწილი დიზაინის მქონე კარი ჰქონდეს.

ProfilDoors-მა თავი საერთაშორისო ბაზარზე დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა, რადგან ის პრემიუმ ხარისხის ბრენდს წარმოადგენს და შესაბამისად, მომხმარეებლისთვის გამორჩეული ტიპის გამოცდილებას ქმნის. აღსანიშნავია, რომ კარის წარმოების პროცესი კონტროლდება რობოტული მანქანებით, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თითოეული მოდელი მორგებულია იდეალურ პროპორციებს. ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი კი თანმიმდევრულად აკონტროლებს თითოეულ ინდიკატორს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ კარის ფურცლიდან დაწყებული, შესაბამისი აქსესუარებით დამთავრებული, ყველაფერი იქმნება კომპანიის მფლობელობაში მყოფ ობიექტებში. ამასთან, ბრენდის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ კარის დიზაინი იძლევა მისი მარტივი მონტაჟის საშუალებას ნებისმიერ ადგილას.

ProfilDoors-ის კარი ინტერიერში ნიშნავს სილამაზესა და ჰარმონიას, რაც განსაკუთრებულ სტილს და განწყობას ქმნის სივრცეში. აღმაშენებლის ხეივნის შოურუმში, რომელიც “გაბილდის” პროექტს წარმოადგენს, მოდელები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველაზე მომთხოვნ მომხმარებლებსაც იდეალურად აკმაყოფილებს.

[R]

მონოქრომული ინტერიერი წითელი აქცენტებით — ნინო მშველიძის ნამუშევარი

7 რჩევა კომფორტული საოფისე სივრცის შესაქმნელად სახლში