in

თქვენი ინტერიერის საიდუმლო ინგრედიენტი – როგორ ცვლის კარი სახლის ვიზუალს?

სახლი იწყება კარით – ამას ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული არცერთი ადამიანი უარყოფს, თუმცა, ამის მიუხედავად, კარი სწორედ ის დეტალია, რომლის ინტერიერთან შეხამებასაც ყურადღებას ცოტა თუ აქცევს.

კომპანია “გაბილდი” თავის მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ შიდა და შემოსასვლელ კარებს სთავაზობს. ამიტომ შეიძინეთ კარები იაფად “გაბილდში” და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზება!

იმისთვის, რომ კარი სწორად შეარჩიოთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გავლენას ახდენს ის სივრცის როგორც ფუნქციურ, ისე ვიზუალურ მხარეზე.

ესთეტიკური ზემოქმედება – კარები ოთახს ვიზუალურ მიმზიდველობას სძენს. კარის ვიზუალურ მახასიათებლებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნოს ოთახის დიზაინი. ზოგჯერ კარის ფერიც კი არის ინტერიერის მთავარი დეტალი. მკვეთრი ფერის კარები განსაკუთრებით უხდება მუქ კედლებსა და ავეჯს.

სივრცის აღქმა – კარმა შესაძლოა სივრცე როგორც გაზარდოს, ისე დააპატარაოს. მაგ.: ბორბლებზე ჰორიზონტალურად მოძრავი კარები განსაკუთრებით კარგია პატარა სივრცეებისთვის, რადგან მას  გადაადგილებისთვის დამატებითი სივრცე არ სჭირდება.

ფერთა პალიტრა – კარების შეფერილობას შეუძლია ოთახის ფერების პალიტრა კიდევ უფრო გამოკვეთოს და ინტერიერის დიზაინს კონტრასტი შემატოს. თუ თქვენი სახლის ვიზუალის გასამრავალფეროვნებლად შთაგონება გჭირდებათ, ინტერიერის დიზაინერები და მათი ნამუშევრები იხილეთ აქ.

ხმის იზოლაცია – მყუდრო სივრცის შესაქმნელად აუცილებელია არამხოლოდ საინტერესო ინტერიერი, არამედ ხმაურისგან სრულიად დაცული გარემოც. ხმის იზოლაციას საუკეთესოდ მასიური ხის კარი უზრუნველყოფს, რომლის შეძენაც კომპანია “გაბილდის” შოურუმებშია შესაძლებელი.

მოძრაობის მიმართულება – მიუხედავად იმისა, რომ კარები, სტანდარტულად, შიგნიდან იღება, ზოგჯერ სივრცის დასაზოგად გარე სივრცის ათვისებაცაა საჭირო. სახლის კარები ამ მიმართულებითაც უდიდეს როლს ასრულებს ინტერიერის დიზაინის სპეციფიკის შექმნაში.

როგორი კარის შეძენაა შესაძლებელი “გაბილდში”?

რკინის კარისაცხოვრებელი სახლის მთავარი დამცავი, რომელიც თქვენს სივრცეს არასასურველი ადამიანებისგან იცავს. “გაბილდის” კატალოგი მოიცავს Torex-ის, Dimak-ის, Gujia Doors-ისა და Porte Vista-ს ბრენდულ პროდუქციას.

შპონის კარი – მარტივად გამოსაყენებელი და კომფორტული კარი, რომელიც ხის ფირფიტებისგან მზადდება. ის გამოირჩევა საინტერესო დიზაინითაც.

ეკო შპონი – ასეთი ტიპის კარი შპონის ხელოვნური ალტერნატივაა. ის სრულად მოიცავს შპონის ყველა მახასიათებელს და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მასალებისგანაა დამზადებული.

მასიური ხის კარი – ხე საუკეთესო მასალად მიიჩნევა ხმის იზოლაციისთვის. მასიური ხე კი დაგეხმარებათ თქვენი სივრცე შემომავალი ხმაურისგან დაიცვათ.

მდფ – წიწვოვანი ხის მასალისგან დამზადებული კარი, რომელიც ფერითა და დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ცეცხლგამძლე კარი – ასეთი კარი ხშირად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მონტაჟდება. ის საევაკუაციო კარადაც გამოიყენება.

თუ გსურთ მაღალი ხარისხის კარები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ, იხილეთ გაბილდის ვებსაიტი. ვებ-გვერდზე შეხვდებით კომპანიის პროდუქტების სრულ კატალოგს.

შეღებილი კარები – ის საუკეთესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარის ინტერიერთან თავსებადობა. შეღებილი კარი შეგიძლიათ თქვენი დიზაინის მთავარ დეტალადაც აქციოთ.

ინტერიერის დიზაინი და “გაბილდის” პროდუქცია

“გაბილდი” ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან არსებობს. კომპანია დაფუძნების დღიდანვე ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეთავაზებაზე.

თუ საცხოვრებელი სახლის გარემონტება გაქვთ დაგეგმილი და არ იცით სად შეიძინოთ შიდა ან შემოსასვლელი კარი, ეწვიეთ “გაბილდის” შოურუმებს და საუკეთესო ფასად შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის მასალებისგან დამზადებული კარი.

[R]

ისტორიული შენობა განახლებული სულით – NS STUDIO-ს ქუთაისის ოფისი

Made By Hand – დანიური ბრენდის განათება ამიერიდან საქართველოშიც ხელმისაწვდომია