in

როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

იმის მიუხედავად, რემონტით ხართ დაკავებული თუ ახალ სამშენებლო პროექტს იწყებთ, სახლის ექსტერიერის დიზაინზე საფუძვლიანად მოგიწევთ მუშაობა. გამწვანებაზე, გადახურვასა და ფანჯრებზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ და, ამასთან ერთად, არ დაივიწყოთ მთავარი კარიც, რადგან სტუმრები, უპირველესად, სწორედ მას აქცევენ ყურადღებას.

მთავარი კარის დიზაინის მნიშვნელობა

კარზე საუბრისას, უპირველესად, მის პრაქტიკულ დანიშნულებაზე გვეფიქრება, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს. სახლის მთავარი კარი მნახველში აღძრავს ინტერესს იმის მიმართ, რაც მის მიღმა იმალება, შესაბამისად, კარის დიზაინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დღეს გიზიარებთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიოთ ისეთი კარი, რომელიც თქვენს პიროვნებასა და სტილს გამოხატავს.

  1. შეუსაბამეთ კარის დიზაინი სახლის სტილს.

კარი თქვენი სახლის ექსტერიერის მთავარი ნაწილია. უპირველესად, უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეუსაბამოთ მისი ფერი მთლიანი ექსტერიერის ფერთა გამას. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ფერთა შეხამება ჰარმონიულ დიზაინს ქმნის.

არსებობს გარკვეული ფერები, რომლებიც უფრო კარგად ერგება კონკრეტული სტილის სახლებს, სხვებს კი – ნაკლებად.

მაგალითად, თუ თქვენი სახლი მაროკოული სტილის შთაგონებითაა აშენებული, მთავარი შესასვლელი კარისთვის ნათელი ფერი ზუსტი არჩევანი იქნება. ნეიტრალური ფერი ექსტერიერს მყუდრო იერს შესძენს. სახლისთვის ცოტაოდენი მდიდრულობის მისანიჭებლად კი გირჩევთ, გამოიყენოთ ანტიკვარული ან რკინის რთული ნაკეთობის კარი.

  1. მთავარი კარი თქვენს პიროვნებას უნდა გამოხატავდეს.

მთავარი კარი სახლის დიზაინს სხვადასხვანაირად შეიძლება მოერგოს. მაგალითად, იგი შეიძლება მთლიანად შეერწყას ექსტერიერს, ანდა პირიქით, უფრო კონტრასტული იყოს. თუკი ნათელი ფერები გიზიდავთ, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ „მდუმარე“ ან მუქ ფერებს.

შეგიძლიათ, ისეთი დიზაინი შექმნათ, რომელიც ბაღის ხედებით სარგებლობის შესაძლებლობას მოგცემთ. განსხვავებული ვიზუალისთვის კარის დიზაინში მქრქალი ან ქარვისფერი მინის გამოყენებას გირჩევთ. ასეთი გადაწყვეტა სასურველი ხედებით ტკბობის შესაძლებლობასაც მოგცემთ და პირად სივრცესაც არ დაგირღვევთ.

  1. მთავარი კარი სახლის ერთგვარი „შესავალი“ უნდა იყოს.

მთავარი კარი მრავალნაირი შეიძლება იყოს: ტრადიციული, თანამედროვე ან, უბრალოდ, სახალისო. მან, შესაძლოა, სიმყუდროვის განცდა გააჩინოს, რათა სტუმრებმა თავი თავიდანვე ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. თუკი თანამედროვე დიზაინის სახლში ცხოვრობთ, გირჩევთ, სტანდარტული მინის კარი გამოიყენოთ, რომელსაც, აბსტრაქტული დიზაინის დამატებით, ხელოვნების  ნიმუშად აქცევთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პრიალა ზედაპირი და კარის ფერი თქვენი ეზოს ლანდშაფტსა და ფლორასთან შეხამებული უნდა იყოს.

კორინთული სვეტებით გარშემორტყმული, მასიური, მუქი ხის კარი შესასვლელს ტრადიციულ იერს შემატებს. ასეთი სტილი თქვენს სტუმრებს საუკუნეების წინ „ამოგზაურებს“.

მთავარი კარის დიზაინი ბევრს ამბობს თქვენზე და თქვენს სახლზე. მისი გამოყენება მრავალი მიზნით შეიძლება: ინტერიერში – მეტი ბუნებრივი სინათლის, ექსტერიერის დიზაინში კი განსხვავებული ფერისა და ტექსტურის შემოსატანად. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენს სტუმრებზე – ისაა პირველი, რაც სახლში შესვლისას მათ ყურადღებას იპყრობს და უკანასკნელი, რასაც წასვლისას ხედავენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მთავარი კარის დიზაინი თქვენს პიროვნებას გამოხატავდეს.

 

როგორ შევმინო აივანი? — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხის მანქანა? – 3 მარტივი მეთოდი