in

თიბისი კონცეპტის მიერ ორგანიზებული სპეციალური დეველოპერული შეთავაზება გრძელდება

თიბისი კონცეპტის სპეციალური დეველოპერული საახალწლო შეთავაზება, რომლის საშუალებითაც ბინის შეძენა გამარტივებული პირობებით შეგიძლიათ, გრძელდება. წარმოგიდგენთ აქციაში მონაწილე კიდევ რამდენიმე დეველოპერულ კომპანიას, რომლებთან ბინის შეძენის შემთხვევაშიც, თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ისარგებლებს საუკეთესო პირობებით და შეძლებს ბინის ყიდვას მხოლოდ 5%-იანი წინასწარი შენატანით.

პერსონალური, ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკირი, გამარტივებული მომსახურება და პირობები ის დამატებითი უპირატესობებია, რომელთაც თიბისი კონცეპტი ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს.

პარტნიორ კომპანიებთან ბინის შეძენის შემთხვევაში, კონცეპტის მომხმარებელი ისარგებლებს ასევე 5%-იანი ფასდაკლებით ერთ კვადრატულ მეტრზე.

 „დემაქსი ვაკე“ კომპანია „დემაქს ჯგუფის“  პროექტია. რაც „დემაქსის“ მომხმარებელს ყველაფერზე მეტად იზიდავს, კომპანიის მომსახურება, საშენი მასალის ხარისხი და კომფორტული, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სივრცეებია, რომელსაც „დემაქსის“ გამოცდილი ჯგუფი უზრუნველყოფს.

„დემაქს ვაკე“ კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის 22 ნომერში მდებარეობს და პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს. მისი მთავარი ხიბლი სწორედ მდებარეობა, ხარისხი და 2 ჰა მზიურის ტიპის რეკრეაციული ზონაა, რომელიც შენობის ირგვლივ გაშენდება. მთლიანობაში ეს იქნება მყუდრო, სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და სპორტული მოედნებით, სასეირნო და ველო ბილიკით, ავტოსადგომით, 24 საათიანი დაცვით, დასუფთავების და კონსიერჟის მომსახურებით და, რაც მთავარია,  ლამაზი, პანორამული ხედებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვაშენებთ უმაღლესი ხარისხის მასალით, რომელიც გულისხმობს ხმის იზოლაციასა და მინიმალურ თბოდანაკარგს“, –  ამბობს  „დელუქს ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერი, თათა ბრეგაძე.

„დემაქს ვაკეს“, მშენებლობაც დაწყებულია და 2023 წლისთვის დასრულდება.

დაწყებულია კომპანია გრინჰილ რეზიდენსის“ პროექტის მშენებლობაც,  რომელიც 2023 წელს დასრულდება.

33 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მშენებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, საცურაო აუზს, სავარჯიშო დარბაზს, სპა ცენტრსა და ავტოსადგომს.

მთავარი კი, რაც „გრინჰილს“ სხვა პროექტებისგან განასხვავებს, მისი ადგილმდებარეობა, 5 000კვ.მ მეტრზე გაშლილი შიდა ეზო და ბუნებრივი მწვანე გარემოა, რომლითაც გარშემორტყმულია კომპლექსი.

„ჩვენი პროექტის პრიორიტეტი  მისი მდებარეობა და ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოა. ვერეს ხეობასა და წყნეთის გზატკეცილზე გამავალი ხედები ამ პროექტის მთავარი ხიბლია, მითუფრო, რომ ეს ხედები სამუდამოა, ანუ ჩვენ ჩვენს მაცხოვრებლებს ვაძლევთ გარანტიას, რომ ეს ბუნებრივად მწვანე გარემო არ დაირღვევა ვთქვათ, მშენებლობებით. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა კი მასიური სპა-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც წარმოადგენს ცალკე მდგომ, 3 000კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობას 25 მეტრიანი საცურაო აუზით, საბავშვო აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, სპა ცენტრითა და დიდი, გაშლილი ტერასით, რომელიც გადის ასევე ვერეს ხეობაზე და ძალიან გაახარებს ბუნებრივი რუჯის მოყვარულებს“,  – ამბობს კომპანია „გრინჰილ რეზიდენსის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მეგი სარიშვილი.

„გრონჰილ რეზიდენსში“  ბინის ყიდვა შეგიძლიათ 10%-იანი თანამონაწილეობით.

არსებული160 ბინიდან დარჩენილია მხოლოდ 25 საცხოვრებელი, რომელიც ელოდება კონცეპტის მომხმარებელ, მომავალ მფლობელებს!

თანამედროვე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, მომხიბლავი საცხოვრებელი სივრცის შექმნა – კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტის“ (NCD)  უცვლელი პრიორიტეტებია. პროექტი NCD ვაშლიჯვარი“ საბურთალოს რაიონში, ლისის ტბიდან ორიოდე კილომეტრში შენდება და მოიცავს იაპონურ სკვერს, შადრევანს, საბავშვო სათამაშო მოედანს, ტრენაჟორებით აღჭურვილ სავარჯიშო მოედანს, მოსასვენებელ საჩრდილობლებს, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, სურსათის მაღაზიას და სხვა კომერციულ ობიექტებს. ბინებში გათვალისწინებულია ხმისა და დათბუნების იზოლაცია, გამოყენებულია მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები.

„საცხოვრებელი კომპლექსისათვის ადგილის შერჩევისას გავითვალისწინეთ მთავარი პირობა – ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. მიწის ნაკვეთი სწრაფად განვითარებად, საბურთალოსა და დიღმის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურულ ღერძზეა განთავსებული, მარშალ გელოვანის გამზირსა და მეტრო დელისს შორის. 2330 კვ.მ ნაკვეთზე ორი – 9 და 10 სართულიანი კორპუსია დაპროექტებული. მიგვაჩნია, რომ ახლადშეძენილ ბინაში შესვლისთანავე ოჯახმა შინ უნდა იგრძნოს თავი. ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ახლადშექმნილი ოჯახებია, სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მოტივატორიც, როცა თიბისის შემოთავაზებულ აქციაში მონაწილეობაზე დავთანხმდით – გვიხარია, რომ ამ შეთავაზებით კიდევ უფრო მეტი ახლად დაოჯახებული შეძლებს ჩვენს სივრცეში დასახლებას!“ – ამბობს კომპანია „ენ სი დი ვაშლიჯვარის“   გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა კირვალიძე.

კომპანიები ამბობენ, რომ აქციის დაანონსების შემდეგ მომხმარებლის მომართვიანობა 50-60%-ით გაიზარდა.

გაეცანით თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზების პირობებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა და შეიძინეთ 2023 წლის 30 იანვრამდე.

[R]

არქიტექტურა, როგორც უანგარო სიყვარულისა და დაუღალავი შრომის უწყვეტი პროცესი – ინტერვიუ მარიამ სუპატაშვილთან

ყველაფერი, რაც კარის სტილის შერჩევის შესახებ უნდა იცოდეთ