in

დიზაინერ ალდო ჩიბიკის მიკრო ბინა მილანში

Banner M2
Banner M2

დიზაინერი ალდო ჩიბიკი (Aldo Cibic), ლეგენდარული ჯგუფ „მემფისის“ ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის მილანის შუაგულში, პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელშიც ძველი და გამოცდილი პრინციპი „Less Is More“ აქვს გამოყენებული.

იტალიერი დიზაინერი მილანის ცენტრალურ კვარტალ – ბრერაში, მინიატურულ ლოფტში ცხოვრობს, სადაც ყოველი სანტიმეტრი გონივრულადაა გამოყენებული.

ალდოს გადასვლის მომენტისთვის ბინა არაფრად ვარგოდა და ფაქტიურად „მკვდარი“ იყო, მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა – ადგილმდებარეობა.

„შეიძლება ეს უძრავი ქონების სააგენტოს სარეკლამო ბუკლეტის განცხადებასავით ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა, აქედან მილანის ნებისმიერ წერტილს ადვილად მიწვდებით“ – იცინის ჩიბიკი.

სახლის მოწესრიგებისა და მყუდრო საცხოვრებლად გადაქცევისთვის  დიზაინერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. „ამ ბინაში ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული: არქიტექტურული გადაწყვეტილებები, დიზაინ-პროექტი და ავეჯიც კი. თავს ამ მეტაფორის გამოყენების უფლებას მივცემ და ვიტყვი: მე ჩუმი გემი ვარ, ეს სახლი კი ქაოტური და ბობოქარი მეგაპოლისის მშვიდი ნავსაყუდელი“

სასტუმრო ოთახში ორდონიანი ჭერები და დიდი ფანჯარაა, საიდანაც შუქი უხვად შემოდის და სივრცეს ნათელს, ჰაეროვანს ხდის. აქვეა დიდი მაგიდა, სადაც ალდოს მუშაობა უყვარს და ტახტი. სამზარეულო და სააბაზანო პატარა და „კამერულია“, თუმცა აქაც არის ფანჯრები, რომლებიც მილანის რიყის ქვითა და სუროთი მორთულ ტიპურ ეზოში გადის.

„დრო და საცხოვრებელი სივრცე თანამედროვე სამყაროში ძალიან ძვირად ფასობს“ – ამბობს დიზაინერი – პირადად მე მინდა, ჩემთვის გამოყოფილი მცირე დრო გონივრულად გამოვიყენო და ის პატარა სივრცე, სადაც ვცხოვრობ, ხარისხიან საცხოვრებლად ვაქციო. რამდენიმე წლის წინ პროექტზე სახელწოდებით „მეტი, მცირე დანახარჯებით“ ვმუშაობდი, ჩემს სახლს სწორედ ამ პროექტის ბუნებრივ „ევოლუციად“ აღვიქვამ“

საყვარელი ადგილი სახლში? „სინამდვილეში ასეთი სამია! მე მიყვარს დროის ტახტზე, მაგიდასთან და საწოლში გატარება, – იცინის ჩიბიკი. – ეს მიკრო ბინაა, სადაც ფაქტიურად მარტო ვცხოვრობ და ის თავიდანვე ჩემს „ბუდედ“ მქონდა ჩაფიქრებული“.

საფასადე სისტემები “ნამაის სტანდარტით”

გამორჩეული ინტერიერის მქონე რესტორნები თბილისში – Homeis.ge-ს 5 რჩეული