Night mode

ხე, ქვა და მინა ეკვადორულ არქიტექტურაში – ჯანინა ქაბალის პროექტი

ხე, ქვა და მინა ეკვადორულ არქიტექტურაში – ჯანინა ქაბალის პროექტი
ფონტის ზომა


ეკვადორში, ქალაქ სამბორონდონში მდებარე ეს სახლი ხუთკაციანი ოჯახისთვის არქიტექტორმა ჯანინა ქაბალმა (Janina Cabal) დააპროექტა.


სახლს მრავალი უნიკალური დეტალი ახასიათებს, მათ შორის ტაქტილური პალიტრა და იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული მინის კედლები.

 

სახლის კომპოზიცია ორი კვადრატული სართულისგან შედგება, რომლებსაც აერთიანებს ქვისა და მუქი რკინის გამოყენება ინტეიერსა და ექსტერიერში. ამასთან ერთად, სახლში დამონტაჟებული მინის კედლები ხელს უწყობს ეზოსთან მისი საზღვრის წაშლას და სივრცეს აერთიანებს.

ექვსმილიონიანი სახლის ძირითადი ოთახები პირველ სართულზეა განაწილებული, ვინაიდან მეორე სართული შედარებით მცირე ზომისაა და მომსახურე პერსონალის, სარეცხ და საკუჭნაო ოთახებს მოიცავს.

სახლი დასავლეთისკენაა აშენებული, რათა მზის სხივები მასში მინიმალური რაოდენობით მოხვდნენ. ეზოში გაშენებულია დიდი ბაღი, საცურაო აუზი და გუბურა.

გუბურაზე ხის „ხიდია“ გადაჭიმული, რომელთან მოხვედრა ბაღის გავლითაა შესაძლებელი. მწვანე კომპოზიცია ხის მასალასთან ერთად სახლის მაცხოვრებლებს ბუნების წიაღში აგრძნობინებს თავს და ეკვადორის ბუნებრივ ტროპიკულ გარემოს ერწყმის.

რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ის ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, ვინაიდან მისი ექსტერიერი ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელია. სახლში დეკორატიულ ფუნქციას მხოლოდ მფლობელთა პირადი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია და ავეჯი ასრულებს. ჭერი მთელ სახლში ბეტონისაა, იატაკები – ნაცრისფერი ქვის, დეტალებში კი გვხვდება ხე, ფოლადი  და გრაფიტიც.