in

ეკო-მეგობრული სახლები ბუნებაში

კლიმატის სწრაფ ცვლილებას არქიტექტორებიც ითვალისწინებენ პროექტირების დროს, რადგან ესე ცხოვრება ხშირშემთხვევაში უფრო ჯანსაღიც არის და ასევე არ აზიანებს და ზოგჯერ ეხმარება კიდევაც  გარემოს. ესეთი მშენებლობისთვის იყენებენ ადვილად გადასამუშავებელ, ადგილობრივ მასალებს, რადგან მასალების ტრანსპორტირებაც ათასობით კილომეტრებზე ხშირ შემთხვევაში არ არის ბუნებისთვის სასიკეთო.

Alliance Group
Alliance Group

სტატიაში ნახავთ ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ 10 ეკოლოგიურ სახლს:

 

The Hut, USA, by Midland Architecture

600 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი მდებარეობს ოჰაიოს სოფელში, გაუნაშენიანებელ ადგილას. რადგან ტერიტორიაზე არ იყო გაყვანილი წყალი და ელექტროობა, სახლი მზის ენერგიას იყენებს. საპროექტო ტერიტორია ფერდობზე მდებარეობს, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს. 

 

The Edifice, USA, by Marc Thorpe

პატარა სახლი არქიტექტორ მარკ თორფს ეკუთვნის და მდებარეობს ქეთსქილის მთასთან. ეს მდგრადი შენობა პატარა მოდელია ახლო მდებარე 12 ჰექტარი მიწის შეთავაზებული განაშენიანების პროექტის. სახლი მოიხმარს წვიმის წყალს და მზის ენერგიას. 

 

Catuçaba, Brazil, by Studio MK27

მარსიო კოგანის პროექტი მდებარეობს ბრაზილიაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე. სახლში მასიურად არის გამოყენებული ხე და ვიტრაჟები. ინტერიერში ვხვდებით თეთრი ფერის, თიხისა და ხის შეხამებას. ეს სახლიც გაუშენებელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მოიხმარს მზის ენერგიას, ასევე აქვს სისტემა რომელიც წვიმის წყალს გადამუშავებს. 

 

House of the Big Arch, South Africa, by Frankie Pappas

სახლი მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან საათნახევრის სავალზე. ის აშენებულია ხეების გარშემო, ისე რომ მთლიანად მორგებულია არსებულ ლანდშაფტს. სახლი მოიხმარს მზის ენერგიას, წვიმის წყალსა და ფილტრაციის სისტემას კანალიზაციისთვის.

 

Boar Shoat, USA, by Imbue Design

არქიტექტურულმა სტუდია Imbue Design-მა ეს სახლი დააპროექტა ოჯახისთვის, რომელსაც სურდა იზოლირებული ადგილი ბუნებაში, რათა თავი დაეღწიათ ყოველდღიური სტრესისგან.

შენობა ენერგოეფექტურია, იყენებს მზის ენერგიას და ისე არის დაგეგმარებული ისე, რომ ზამთარში და ზაფხულში ტემპერატურას ინარჩუნებს და ნაკლებ გათბობა-გაგრილებას საჭიროებს. 

წყარო: Dezeen

ფოტოები: Dezeen

სახლი ზეთისხილის ხეებში

ექიმი ახლავე გინახულებთ, სახლიდან გაუსვლელად