in

პრაქტიკული გაჯეტები სახლისთვის თბილისის მაღაზიებიდან

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, ფანტასტიკურ წიგნებში ამოკითხული საოცარი მანქანები, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა. აღარავის უკვირს ჭკვიანი გაჯეტები ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ჩვენს კომფორტზე ზრუნავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც ფუტურისტულ მიზნებს ემსახურება. სწორედ ამიტომ დღეს ისეთი მოდელები გვინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც მაღალტექნოლოგიურობასთან ერთად პრაქტიკულობითაც გამოირჩევიან.

1. რობოტი მტვერსასრუტი „Xiaomi Mi Robot Vacuum Mop“

მან იცის თავისი საქმე და დასალაგებელი ფართის მითითების შემდეგ დამოუკიდებლად პატრონობს იატაკის ზედაპირზე დაგროვილ ჭუჭყს. მტვერსასრუტის შეძენას ფუნქციური შესაძლებლობების შესაბამისად, 749-დან 2200 ლარამდე საფასე ინტერვალში შეძლებთ.

2. Mijia Automatic Foam თხევადი საპნის ავტომატური დისპენსერი

ეს არის ერთი შეხედვით ზედმეტი ფუფუნების საგანი, თუმცა სინამდვილეში, ძალიან პრაქტიკული და მოხერხებული ხელსაწყოა, რომელიც სენსორთან ხელის მიტანით აქაფებულ საპონს ასხამს. მისი ღირებულება 79 ლარს შეადგენს.

3. “მინი” მტვერსასრუტი 

მაგიდის, მანქანისა და კლავიატურის მინი მტვერსასრუტი შესრუტვის მაღალი უნარით. მეტად პრაქტიკული და საჭირო ხელსაწყოა, მისი შეძენა 45 ლარადაა შესაძლებელი.

4. ჭკვიანი საკეტები

კიდევ ერთი საინტერესო გაჯეტი თქვენი სახლისა თუ ოფისის მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის გახლავთ მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდის “orvibo“-ს ოთხი სხვადასხვა დიზაინისა და ფუნქციონალის ჭკვიანი საკეტები. მათი ღირებულება 950-დან 1680 ლარამდე მერყეობს.

5. სენსორული უნიტაზი “V-Care intelligent”

ეს გახლავთ “ვიტრა საქართველოს” შოურუმში წარმოდგენილი სენსორული ტიპის უნიტაზი ინტეგრირებული ბიდის ფუნქციით, რომელსაც აქვს დისტანციური მართვა, სენსორული აღქმა და სხვა მრავალი ფუნქცია. მისი სენსორები აღიქვამს ადამიანის მიახლოვებას და ავტომატურად ახდენს საფარის ახდას, ხოლო ზედაპირთან შეხების შემთხვევაში, ის თბება. ამ მოდელის ფასი 18000 ლარს შეადგენს.

ოფისი “სახლური” ინტერიერით – სალომე ავალიანის ნამუშევარი

Gae Aulenti – “ნეო თავისუფლების” მიმდევარი არქიტექტორი