in

Gae Aulenti – “ნეო თავისუფლების” მიმდევარი არქიტექტორი

მარტივი და დახვეწილი ფორმები, ინოვაცია, გამბედაობა და მრავალფეროვნება – ეს ის სიტყვებია, რომლებიც თავისუფლად შეიძლება შევუსაბამოთ ინტერიერის დიზაინერ გაეტანა ოულენტის შემოქმედებას. თუმცა, მისი ნამუშევრები ასევე მოიცავს სამრეწველო და საგამოფენო დიზაინს, ავეჯს, გრაფიკას, სცენის დიზაინს და განათებას.

გაეტანა ოულენტი სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მილანის არქიტექტურის სკოლაში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. მას საკმაოდ ფრთხილად და მკაცრად ზრდიდნენ, ასწავლიდნენ ფორტეპიანოზე დაკვრას, აკითხებდნენ უამრავ წიგნს. თუმცა, გავიდა დრო და გაემ The Times-ს განუცხადა, რომ მან შეისწავლა არქიტექტურა მშობლების მოლოდინის მიუხედავად, გამხდარიყო “საზოგადოებისთვის კარგი და მისაღები გოგონა”. იგი მალე შეუერთდა დიზაინის ჟურნალის Casabella-ს თანამშრომლებს და თანატოლებთან ერთად დაუპირისპირდა ე.წ “ოსტატების” არქიტექტურას, როგორებიც არიან: ლე კორბუზიე, ვან დერ როე და უოლტერ გროპიუსი. მათ საკუთარ თავს უწოდეს “ნეო თავისუფლების” მოძრაობა, სადაც ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ მშენებლობის ტრადიციულ მეთოდებს ინდივიდუალურ-სტილისტურ გამოხატულებასთან ერთად.

გაეს არქიტექტურული პრაქტიკა მოიცავდა ინტერიერებს კორპორატიული კლიენტებისთვის, მათ შორის Fiat, Banca Commerciale Italiana, Pirelli, Olivetti და Knoll International.

ორსეს მუზეუმი

წერილობითი პუბლიკაციის გავლით, ოულენტი შეუერთდა სარედაქციო პერსონალს დიზაინის ჟურნალში Casabella-Continuità 1955 წლიდან 1965 წლამდე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი. იმ პერიოდში გაე მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად. ამავე პერიოდში ის გახდა ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფის წევრი, რომლებიც ერნესტო ნათან როჯერსის ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იყვნენ.

გაეს მიერ რესტავრირებული Palazzo Grassi იტალიაში

ოულენტი ასევე ასწავლიდა ვენეციის არქიტექტურის სკოლაში, როგორც დამხმარე ინსტრუქტორი არქიტექტურულ კომპოზიციაში 1960 წლიდან 1962 წლამდე და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მილანის არქიტექტურის სკოლაში 1964 წლიდან 1967 წლამდე. ამ გამოცდილებით 1967 წლიდან მოყოლებული იგი გახდა მოწვეული ლექტორი კონგრესებსა და პროფესიონალებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ინსტიტუტებში.

მილანის Sci-Fi პლაზა

ამავე პერიოდის განმავლობაში, ოულენტიმ ასევე გახსნა მაღაზია La Rinascente და მოგვიანებით შექმნა ავეჯი ზანოტასთვის, სადაც მან შექმნა მისი ორი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, “აპრილის” დასაკეცი სკამი, რომელიც დამზადებული იყო უჟანგავი ფოლადისგან მოსახსნელი საფარით, და მისი “სანმარკოს” მაგიდა, რომელიც დამზადებულია მინისგან. სულ მალე მან დაიწყო მუშაობა იტალიური ინდუსტრიული დიზაინის ასოციაციის (ADI) ვიცე-პრეზიდენტად.

ეროვნული მუზეუმი კატალონიაში

1981 წელს გაეტანას დაევალა, რომ 1900 წელს აგებული Beaux Arts Gare d’Orsay–ის მატარებლის სადგური (ვიქტორ ლალოუს მიერ შემუშავებული ულამაზესი ღირსშესანიშნაობა) გადაეკეთებინა ორსეს მუზეუმად. ორსეს მუზეუმმა გაეს ახალი დაკვეთები მოუტანა, მაგალითად, როგორიცაა პარიზის ჟორჟ პომპიდუს ცენტრში თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმისთვის სივრცის შექმნა; ვენეციის პალაცო გრასის ხელოვნების მუზეუმის რესტავრაცია; ბერლინში ძველი იტალიური საელჩოს მეცნიერებათა აკადემიად გადაქცევა; და ბარსელონაში 1929 წლის საგამოფენო დარბაზის რესტავრაცია, როგორც Museu Nacional d’Art de Catalunya. სან ფრანცისკოში მან ქალაქის ხელოვნების მთავარი ბიბლიოთეკა აზიის ხელოვნების მუზეუმად გადააქცია. 2011 წელს კი ოულენტიმ პერუჯიას აეროპორტი გააფართოვა.

გაე ოულენტის სახლი საკუთარი დიზაინით

ოულენტი ასევე პერიოდულად მუშაობდა ლუკა რონკონის სცენის დიზაინერად, მათ შორის Samstag aus Licht–ში (1984). მან ასევე შექმნა ექვსი მაღაზიის დიზაინი მოდის დიზაინერის, ადრიენ ვიტადინისთვის, მათ შორის ერთი Rodeo Drive–ზე ლოს-ანჯელესში.

გაე ოულენტის ინტერიერი

როგორც ცნობილია, მისი კარიერა დასრულდა 200-ზე მეტი ნამუშევრით. გაე ოულენტი 2012 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრაქტიკული გაჯეტები სახლისთვის თბილისის მაღაზიებიდან

რანჩოს სტილის სახლი სამხრეთ კალიფორნიაში