in

ბეტონი მისაღებ ოთახში — საინტერესო იდეები

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ბეტონი მხოლოდ ტექნიკურ მასალად ითვლებოდა. ბოლო წლებში იგი აქტიურად გამოიყენება როგორც არქიტექტურაში, ასევე დიზაინში. მისი საშუალებით იქმნება ელეგანტური ავეჯი, სანათები და აქსესუარები, ხოლო ინტერიერის დიზაინერები ბეტონის ზედაპირების მშვენიერებას საჯარო და კერძო პროექტებში წარმოაჩენენ. ბეტონი კარგად ერწყმის სხვა მასალებს და ერთნაირად კარგად გამოიყურება ნებისმიერ სივრცეში, იქნება ეს მინიმალისტური ლოფტი თუ მდიდრული ოკეანისპირა ვილა. ბეტონი ადვილი მოსავლელია, გამძლეა, კარგად ინახავს სითბოს და არ ექვემდებარება კოროზიას. თუ ამ მასალის მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნათლად იხილოთ, თუ რამდენად შთამბეჭდავად შეიძლება გამოიყურებოდეს ბეტონი მისაღებ ოთახში.

დასასვენებლად განკუთვნილი თავშესაფარი ჩილეში ულამაზესი ხედებით

არქიტექტორ მოთხილამურეთა 45-ე საერთაშორისო შეხვედრა მესტიაში გაიმართება