in

გაერთიანებული სამზარეულო-მისაღები -7 პრაქტიკული რეკომენდაცია

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, რასაც სამზარეულოსა და მისაღები ოთახის შერწყმისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

არ გადაკვეთოთ საზღვრები

არსებობს ნორმები და წესები, რომლებიც სამზარეულოსა და მისაღები ოთახის კომბინაციას ზღუდავს. პირველი პრობლემა სამზარეულოს გადატანაა. კომბინირება მხოლოდ შესაძლებელია იმ პირობით, რომ ხელახალი განლაგება საყრდენ კედლებზე არ იმოქმედებს. გარდა ამისა, სამზარეულო სველი ოთახია და საცხოვრებელ ზონაში კანალიზაციის გადატანა არ შეიძლება.

გეგმარების შეცვლა

იდეალურ შემთხვევაში, თუ ბინის თავდაპირველი გეგმის მიხედვით სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთმანეთის გვერდით არის განლაგებული და ეს ორი ოთახი შიდა ტიხრის საშუალებით არის გამოყოფილი, ამ ტიხრის უბრალოდ მოშორება და სივრცის ხელახალ დაგეგმვაზე მშვიდად ორიენტირება შეგიძლიათ.

იატაკის საფარი

სამზარეულოს იატაკის გაფორმებას საუკეთესოდ შეეფერება კერამოგრანიტის ფილები. ამ მასალის გამოყენება მისაღებში და შემოსასვლელშიც შესაძლებელია. ზოგიერთ ზონაში შეგიძლიათ იატაკქვეშა გათბობა გამოიყენოთ, ხოლო მისაღებში ხალიჩა დააგოთ. ერთიანი საფარი ოთახებს შორის თავისუფლად დენადი სივრცის ეფექტის შექმნას შეუწყობს ხელს.

ჭერი

ჭერის დიზაინის დახმარებით შეგიძლიათ ზონები ვიზუალურად დააკავშიროთ ან, პირიქით, ერთმანეთისგან გამოყოთ. ამ შემთხვევაში ანტი-ტრენდია უამრავი ფენა და რთული დეტალები. თუმცა, თუ სიმაღლე ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ სამზარეულოში ან მისაღებში ჭერი ოდნავ დაადაბლოთ, რათა სივრცეები ვიზუალურად ერთმანეთისგან გამოყოფილი იყოს.

ავეჯი

სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ყოველთვის უამრავი შესანახი ადგილია. სივრცის განცდის შესანარჩუნებლად, რაც შეიძლება მეტი ფარული ავეჯი გამოიყენეთ. სჯობს კარადების ფასადები კედლის ფერში იყოს. აქცენტი შეიძლება გაკეთდეს სამზარეულოს კუნძულზე ან სასადილო მაგიდაზე. სტუმრების მისაღებად მყუდრო ადგილი შეგიძლიათ ორი დივნის ან წყვილი სავარძლის საშუალებით შექმნათ, რაც სივრცის ზონირების საშუალებას მოგცემთ.

კედლები

კედლების სწორი გაფორმება ხელს უწყობს ფუნქციური ტერიტორიების ვიზუალურად გაერთიანებას და თანმიმდევრული ინტერიერის შექმნას. მაგალითად, თუ სამზარეულოს ზღურბლი ქვისგან არის დამზადებული, მაშინ ამ საფარის კედელზე გადატანით რბილი გადასვლის ეფექტს შექმნით. სამზარეულო-მისაღებში უმჯობესია გამოიყენოთ ორი ან სამი განსხვავებული მოპირკეთების საშუალება, რომელთა ფერები და ტექსტურები ერთმანეთს ემთხვევა.

შუშის ტიხრები

თუ ერთ სივრცეში ორი ან სამი ზონის შექმნა გჭირდებათ, შუშის ტიხრები იდეალური გადაწყვეტაა. გიყვართ სამზარეულოში ტრიალი? მაშინ თქვენთვის შესაფერისია შუშის სრიალა ტიხრები, რომლებიც ადვილად დაიხურება და საშუალებას მოგცემთ, რომ საჭმლის სუნის მთელს ბინაში გავრცელება თავიდან აიცილოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

იტალიური დიზაინის ოსტატი – აკილე კასტილიონი და მისი საკულტო ნამუშევრები

საბჭოთა პერიოდის შენობის ახალი სიცოცხლე პეკინის გამზირზე – “ხმალაძე არქიტექტორების” ნამუშევარი