in

არქიტექტორ მოთხილამურეთა 45-ე საერთაშორისო შეხვედრა მესტიაში გაიმართება

2023 წლის 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით მესტიაში არქიტექტორ მოთხილამურეთა 45-ე საერთაშორისო შეხვედრა-სემინარი გაიმართება, რომელიც ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში არსებულ თანამედროვე პრობლემების გამოვლენას ისახავს მიზნად. შეხვედრები შეეხება აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრისადმი მიძღვნილ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების ჩართვას, არქიტექტორის პროფესიის სოციალური როლის განსაზღვრას, სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტორებს შორის გაცვლითი საინფორმაციო ბაზის შექმნასა და მის გაზიარებას ქართველ კოლეგებთან.

“მოთხილამურე არქიტექტორთა შეკრებაზე ერთმანეთს ორგანულად ერწყმის არქიტექტორთა შემოქმედებითი სული და სპორტული აზარტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის კეთილგანწყობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, რაც ამ შეკრებებზე სუფევს”, – გვიამბობენ პროექტის ორგანიზატორები

მოთხილამურე არქიტექტორთა საკავშირო კლუბი (SKIA) 1977 წელს დაარსდა. მის პრეზიდენტად კი ალიკა ჯაფარიძე იქნა არჩეული, რომელიც საერთაშორისო კლუბ SKIA-ს ერთ-ერთი მოთავე გახლდათ.

1999 წელი

მას შემდეგ აღნიშნული კლუბის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება შეხვედრა-სემინარები, კონკურსები, დათვალიერებები და არქიტექტორ-მოთხილამურეთა ჩემპიონატები. SKIA-ს საქმიანობა მოიცავს არქიტექტურისა და გარემოს შემოქმედებით დაკავშირებას, ახალი ესთეტიკური ღირებულებების ძიებასა და მათ დამკვიდრებას არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სფეროში.

საქართველოს მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, გოჩა მიქიაშვილია.

2002 წელი

როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, SKIA-ს წევრებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზეიმო-კარნავალური დღეები, არამედ, ამ შეხვედრების მონაწილე ხელოვანი ადამიანები – რეჟისორები, მხატვრები, დიზაინერები, მუსიკოსები და რა თქმა უნდა, არქიტექტორები. მათთვის განსაკუთრებით დასაფასებელია ერთ-ერთი მონაწილე – ლადო ალექსი-მესხიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებაში. ახალგაზრდები, რომლებმაც SKIA შექმნეს არიან – ვახტანგ მიქელაძე, ლევან ლორთქიფანიძე, დათო ახვლედიანი, ნუგზარ კაციტაძე, თემო ბოჭორიშვილი, დიმა თოფურიძე, ქუჩი ჭუბაბრია, თამაზ(კოსტა) ქავთარია, გივი ღოღობერიძე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დღეს გარდაცვლილია, ისინი დღემდე რჩებიან ახალგაზრდა თაობის არქიტექტორთა მისაბაძ მაგალითებად, როგორც პროფესიულ მოღვაწეობაში, ასევე სამთო-სათხილამურო სპორტში.

2015 წელი
2018 წელი

არქიტექტორთა ტრადიციული შეკრებების თანმდევია არქიტექტორული კონკურსები და სამთო-მოთხილამურეთა შეჯიბრი გიგანტურ სლალომში, რაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს.

მოთხილამურეთათვის დაწესებულია უამრავი ჯილდო და პრიზი, მათ შორის გამორჩეულია მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ შესრულებულ აშოტ კურაპალატის ფიგურა (ტაო–კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809–826 წლებში), რომელიც თხილამურებზე შემდგარ ბრინჯაოს გამოსახულებას წარმოადგენს.

2019 წელი

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეხვედრა 2023 წლის სტუდენტურ არქიტექტორულ კონკურსს მოიცავს,  რომელიც მთიან რეგიონში სამთო მოლაშქრეთა ქოხის საუკეთესო ესკიზური პროექტის გამოვლენას ისახავს მიზნად. კონკურსის გამარჯვებულებს კი 5 ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

2023 წლის 54-ე შეხვედრა-სემინარს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევენ ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები:

ბეტონი მისაღებ ოთახში — საინტერესო იდეები

მრავალფეროვანი კულტურითა და ადამიანების სიყვარულით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ თეიკო თოფურიასთან