in ,

ოფისი “სახლური” ინტერიერით – სალომე ავალიანის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

თბილისში, ნავთლუღის 10-ში არქის ახალმა პროექტმა დაიდო ბინა, რომელზეც სალომე ავალიანმა იმუშავა. ესაა სამუშაო სივრცე, რომლის მოწყობისასაც დიზაინერის ამოცანა იყო ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ადამიანები თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში.

სანამ პროექტის ინტერიერის დამუშავებაზე გადავიდოდნენ, სამუშაო გუნდმა საპროექტო დავალება მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ადგილი, რომელიც იქნებოდა კომფორტული, “სახლური” და მყუდრო.  

როგორც წესი, ხე და ბუნებრივი ქვა ის მასალებია, რომლებსაც ინტერიერში სიმყუდროვის შესაქმნელად იყენებენ. გუნდმა არჩევანი სწორედ ამ ორ მასალაზე შეარჩია. მაგალითად, იატაკის მოსაპირკეთებლად პარკეტი გამოიყენეს. როგორც სალომე გვიამბობს, მსგავსი მიდგომა კომერციულ სივრცეებში იშვიათად გვხვდება. გუნდი კი ამ ხერხით ეცადა სივრცეში “სახლური” შეგრძნება გამძაფრებას.

“ჩვენი მთავარი ამოცანა ავეჯისა და აქსესუარების შერჩევისას, იყო ის, რომ ისინი ფუნქციურად მოგვერგო, როგორც სამუშაო გარემოსთვის, ასევე შეგვექმნა მყუდრო ბინის შთაბეჭდილება. მაგალითად, რეცეფციის მაგიდის ნაცვლად, სასადილო მაგიდა დავდგით. სამზარეულო კი არამხოლოდ საჭირო ატრიბუტიკის შესანახად, არამედ  სტუმრების გასამასპინძლებლადაც გამოიყენება.”

რაც შეეხება განათებას, მისივე თქმით, სივრცის გასანათებლად აქცენტირებული სანათები არასაკმარისი იქნებოდა, რადგან მათ უფრო მეტად ვიზუალური დატვირთვა აქვთ. არჩევანი წამყვანი ბრენდების მოდელებზე შეირჩა, როგორებიც არის Luke lamp company, Vibia, Muuto. ინტერიერში ასევე გვხვდება დაფარული სანათებიც, რომელთა მეშევეობითაც, შემოსული ადამიანისთვის რთულია შეამჩნიოს საიდან მოდის ძირითადი განათება.

“შეხვედრების ოთახშიც კი ვეცადეთ სამზარეულოს დეტალები შემოგვეტანა, რადგან ადამიანებს უყვართ სამზარეულოში მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ჩვენს პროექტშიც ეს ერთგვარ სიმყუდროვეს ქმნის.”

პროექტში დიდი ყურადღება მიექცა ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეს. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი კუთხე ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გაკეთდა. აქვე არის საბავშვო ინვენტარი, რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო და გასართობია.

პროექტის ავტორი: სალომე ავალიანი

ფოტოგრაფი: Cloud Studio

არქიმედეს სარკე – დიზაინი, რომელიც სამეცნიერო მოტივებით შეიქმნა

პრაქტიკული გაჯეტები სახლისთვის თბილისის მაღაზიებიდან