2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 78 500-ზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. ეს რიცხვი ბევრ კითხვას პასუხობს. ბაზრის ზრდასთან ერთად ბინებზე მოთხოვნაც იზრდება.
თბილისი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სტაბილური ბაზარია. აქ მოთხოვნა გრძელვადიანია – სტუდენტების, დასაქმებულების, უცხოელებისა თუ იმ ადგილობრივების დამსახურებით, რომლებიც დედაქალაქში ბინას ქირაობენ. ეს ჯგუფები ერთდროულად ქმნის ისეთ ბაზარს, რომელიც სეზონის მიხედვით ნაკლებად იცვლება. TBC Capital-ის კვლევა ადასტურებს, რომ 2025 წელს დედაქალაქში ფასები წლიურად 4.1%-ით გაიზარდა – ეს ზომიერი, მაგრამ სტაბილური დინამიკაა. სწრაფი ზრდა ყოველთვის სარისკოა, ამგვარი ტემპი კი ინვესტორს სიმშვიდის საფუძველს უქმნის.
ბინების ყიდვა თბილისში ყველაზე ხშირად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე განიხილება. ეს უბნები უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას ინარჩუნებს.
რაც შეეხება ბათუმს, 2025 წელს ქალაქში ფასების ყველაზე მაღალი ზრდა – 16.5% დაფიქსირდა, რაც ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ბათუმის ბაზარი, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოიჯარეების, ხოლო მეორე მხრივ, სეზონური ტურისტების გავლენით იზრდება. ეს კომბინაცია, სხვა ქალაქებთან შედარებით, ყველაზე მაღალ შემოსავლიანობას უზრუნველყოფს. Veritas-ის 2025 წლის ანალიზი ადასტურებს, რომ ბათუმში სასტუმრო სექტორის განვითარება, ახალი ობიექტები და ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბრენდები სწორედ ამ ქალაქს ირჩევენ, ბაზრის პოპულარობასა და მომგებიანობაზე მეტყველებს.

ქუთაისი ბევრი ინვესტორისთვის ჯერ კიდევ უცნობია და სწორედ ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს. საქართველოს მეორე უმსხვილესი ქალაქის ბაზარს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ამყარებს.
საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც უცხოელს საკუთრების ფლობა ისევე შეუძლია, როგორც ადგილობრივს. 100%-იანი საკუთრება, ადგილობრივი პარტნიორის ვალდებულების გარეშე, სწრაფი და გამჭვირვალე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ამ პირობების გარეშე ბაზრის ამ ზომის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა. Georgia Today-ს ანალიზი ადასტურებს, რომ ბათუმში განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელ მყიდველებზე მოდის, განსაკუთრებით ისრაელიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2026 წლის 1 მარტიდან ე.წ. `ოქროს ბინადრობის” („ოქროს ვიზა“ (Golden Visa) არის სპეციალური პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ბინადრობის ნებართვა ან მუდმივი ბინადრობა გარკვეული ოდენობის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ) მინიმალური ზღვარი გაიზარდა – ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება.
TBC Capital-ის პროგნოზი 2026 წლისთვის ზომიერია: ფასების ზრდა დაახლოებით 3.2%, ბაზრის საერთო მოცულობა – 4.5%. Cushman & Wakefield კიდევ ერთ ტენდენციას გამოკვეთს: ბაზარი სულ უფრო მეტად ხდება ადგილმდებარეობის მიმართ მგრძნობიარე – სხვაობა ცენტრალურ და გარეუბნებს შორის იზრდება.
ინვესტიციის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ ვისთან ერთად შედიხარ ბაზარზე. „არქი” მე-20 წელია, ამ ბაზარზე მუშაობს. კომპანიამ 55-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა.
[პარტნიორის კონტენტი]





