in

სარკეებიანი სახლი შვეიცარიის ალპებში, როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუში

 

Alliance Group
Alliance Group

ხელოვანი დაგ ეიტკენის (Doug Aitken) ინსტალაცია, რომელიც შვეიცარიაში, გშტაადში მდებარეობს, ალპების სილამაზეს აფიქსირებს და ირეკლავს. ინსტალაციას „Mirage Gstaad“ ეწოდება და ის რანჩოს სტილის სახლია, რომელიც სრულიად სარკეებითაა დაფარული. სარკეებიანი ექსტერიერის საშუალებით ის ერთგვარი კამუფლაჟით იმალება მთებში და ირეკლავს მარადმწვანე ხეებს, მყინვარებს თუ ალპებში მცხოვრები ცხოველების გამოსახულებებს. შორიდან მისი შემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

Site Specific Land Art by Doug Aitken

Site Specific Land Art by Doug Aitken

სახლის ინტერიერი წარმოუდგენლად საინტერესოა, რადგან კედლები და ჭერი აქაც სარკეებითაა დაკომპლექტებული. კუთხური დაგეგმარების საშუალებით კალეიდოსკოპური ეფექტი იქმნება – სახლში შემომავალი სინათლე სარკეებში ირეკლება და მოულოდნელ ვიზუალებს ქმნის.

Mirror House by Doug Aitken

Site Specific Land Art by Doug Aitken

ინსტალაციის იდეა პოეტურია – დაგ ეიტკენს სურდა მოუთვინიერებელი ბუნების სილამაზის მომენტში დაჭერა და მისი ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევართან გაერთიანება. „მირაჟის“ შექმნის შთაგონება ეიტკენმა ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაითის (Frank Lloyd Wright) შემოქმედებიდან აიღო და დასავლური ამერიკული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი „two-fold”-ის სტილიც გამოიყენა.

Site Specific Land Art by Doug Aitken

Site Specific Land Art by Doug Aitken

Mirror House by Doug Aitken

„მირაჟი“ შვეიცარიის ალპებამდე პალმ სპრინგსის უდაბნოში და დეტროიტში იყო განთავსებული – ის მოძრავი ინსტალაციაა. 2021 წელს ის კვლავ შეიცვლის ლოკაციას.

Mirror House by Doug Aitken

Site Specific Land Art by Doug Aitken

ფოტოგრაფი:Torvioll Jashari.

ტური ჯენიფერ ენისტონის ჰოლივუდურ სახლში

#რაშენდება: პარკ ორთაჭალა