in

GUBI-ს დანიური ესთეტიკა

GUBI 1967 წელს ცოლ-ქმრის – გუბი და ლიზბეთ ოლსენების მიერ დაარსებული დანიური დიზაინ სტუდიაა, რომელსაც დღესდღეობით გლობალურად აქვს სახელი განთქმული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფესვები კოპენჰაგენშია, გუბის ავეჯის კოლექციებს აქვთ კოსმოპოლიტური ხასიათი, რაც საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული.

სტუდია აერთიანებს როგორც ავეჯს, ისე – განათებასა და ინტერიერის სხვა ობიექტების კოლექციებს. შეიძლება ითქვას, რომ გუბის პროდუქცია საკმაოდ თამამი და ელეგანტურია. ამ ნივთებს თანაბრად მოაქვთ როგორც სიძველისა და ნოსტალგიის, ისე თანამედროვეობის განცდა. რაც მთავარია, გუბის პროდუქცია ამაყად უძლებს დროს და “მოდიდან არ გადადის”.

GUBI თავდაპირველად ფოკუსირებული იყო ოჯახური ავეჯის დიზაინის წარმოებაზე და საცალო ვაჭრობის სექტორში ქსოვილების ვაჭრობაზე. წლების განმავლობაში, ჯეიკობ გუბის შემოქმედებითი ხედვითა და გაბედული ინტუიციით GUBI-მ მიაღწია მის ამჟამინდელ პოზიციას გლობალური დიზაინის ასპარეზზე.

გუბიმ ხელახლა დაიწყო 30-იანი, 40-იანი, 50-იანი, და 60-იანი წლების დიზაინების გაცოცხლება, რომლებიც ოდესღაც საერთაშორისო მასშტაბით მხატვრებმა, მოქანდაკეებმა, დიზაინერებმა და არქიტექტორებმა შექმნეს. ესაა დიზაინი, რომელიც დღემდე აქტუალურია და ერწყმის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

შესანიშნავი მაგალითია “Bestlite” – ბაუჰაუსის გავლენის ქვეშ მყოფი ნათურების სერია, რომელიც პირველად წარმოებულ იქნა 1930 წელს ბრიტანელი დიზაინერის რობერტ დადლი ბესტის მიერ (უინსტონ ჩერჩილი არის ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი მფლობელი). 1989 წელს გუბიმ შეამჩნია Bestlite ნათურა და აღადგინა გასული საუკუნის ეს საყვარელი ნივთი.

თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა GUBI-ს სხვა Multi-Lite სანათი, რომელსაც მბრუნავი დეტალები გააჩნია და სინათლის იქით მიმართვაა შესაძლებელი, საითაც მოგვესაურვება.

GUBI Satellite კიდევ ერთი მშვენიერი ჩამოსაკიდი ნათურაა აზიური ესთეტიკით, რომელიც ასევე ელეგანტური და მინიმალისტურია. მას აქვს ძლიერი, მკვეთრი ფერები, მაგრამ ის ასევე ხელმისაწვდომია ნეიტრალურ, დიფუზურ ფერებში. ეს გუბისთვის ნამდვილად დამახასიათებელია – შესთავაზოს მომხმარებელს თამამი და სუფთა ინტერიერი.

განათებასთან ერთად, გუბის აქვს ლეგენდარული სკამებისა და დივნების კოლექციები. ავიღოთ თუნდაც ერთ-ერთი ძალიან პოპულარული კოლექცია “Pacha”, რომლის ფარგლებშიც გუბიმ ღრუბლისებური, კომფორტული დივნები და სკამები შექმნა. ეს კოლექცია ერთგვარი მტკიცებულებაა იმის, რომ მისაღებში ტელევიზორის გარშემო მოწყობილი სამნაწილიანი ლუქსის იდეა უკვე მოძველებულია.

კოპენჰაგენში დაფუძნებული ბრენდის სათაო ოფისი და შოურუმი 2000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული თამბაქოს ყოფილ ქარხანაში. ასევე, GUBI-ს ფლაგმანური მაღაზია 400 კვადრატული მეტრში მოქცეული ვიზუალური დიზაინის სამყაროა, რომელიც კოპენჰაგენის სავაჭრო უბნის გულში მდებარეობს.

აღნიშნული ბრენდის პროდუქციის შეძენა საქართველოში შესაძლებელია Objects-ის შოურუმში. 

მონოქრომული ბინა მწვანე აქცენტით – სტუდია Tinatin-ის ახალი პროექტი თბილისში

სახლი კედლების მინიმალური რაოდენობით – სტუდია Taliesyn-ის ნამუშევარი