in ,

განახლებული გუდიაშვილის მოედანი – “არტსტუდიო პროექტის” ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ეს ის ადგილია, რომლის განახლებასაც დიდხანს და ძალიან ელოდა ყველა. ამ პროცესში თავის პარტნიორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული “არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც მოედნის მიმდებარედ 9 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, 2019 წლის დეკემბერში “თბილისის განვითარების ფონდის” დაკვეთით დაიწყო.

ეს პროცესი მოიცავდა არსებული შენობების ფიზიკური მდგომარეობის დეტალურ კვლევას, შესწავლასა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტირების დასრულების შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე დაიწყო უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრების სამუშაოები; სარდაფისა და საძირკვლების დონეზე სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნიმუშები. პროექტირების პროცესში, არქიტექტორებთან ერთად, ჩართულები იყვნენ კონსტრუქტორები, ინჟინრები, ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები, არქეოლოგები.

ლერმონტოვის ქუჩა #3

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრული აღდგენა ჩაუტარდა 30-მდე შენობას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლს. “არტსტუდიო პროექტის” მიერ განახლდა შენობები შემდეგ მისამართებზე: ლერმონტოვის ქ. 3; ლერმონტოვის ქ. 1/9; აბო თბილელის ქ. 2; აბო თბილელის ქ. 6; საიათნოვას . 1; ახოსპირელის Iჩიხი 2-4; ახოსპირელის III ჩიხი 5/6; გუდიაშვილის მოედნის 9; გუდიაშვილის მოედნის 4. ამ 9 შენობიდან 5 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

ლერმონტოვის ქუჩა #1/9

პროექტირების პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქტიური და ეფექტური საავტორო ზედამხედველობა, ხდებოდა ყველა დეტალის, კვანძისა და ფრაგმენტის ადგილზე გავლა და დაზუსტება. მომიჯნავე სპეციალისტების, მშენებლების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პროცესში მონაწილეობდა “არტსტუდიო პროექტის” თითქმის სრული გუნდი, რაც ხაზს უსვამს პროექტის უდიდეს მნიშვნელობას.

გუდიაშვილის მოედანი #4

ახოსპინელის 1-ლი ჩიხი #2-4

ახოსპინელის მე-3 ჩიხი #5-6

აბო თბილელის ქუჩა #2

საიათნოვას ქუჩა #1

აბო თბილელის ქუჩა #6

ნათელ ფერებში გადაწყვეტილი სახლი სამხრეთ ლონდონში – Novak Hiles Architects-ის ნამუშევარი

Hayes Davidson – არქიტექტურული ვიზუალიზაციის ბრიტანული სტუდია