in

ნათელ ფერებში გადაწყვეტილი სახლი სამხრეთ ლონდონში – Novak Hiles Architects-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

Novak Hiles Architects-მა დაასრულა “ხელოვნებისა და ხელნაკეთობების” გარეუბნის ტერასული სახლის გაფართოება და გარემონტება სამხრეთ ლონდონში. ეს სახლი პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე აშენდა.

დამკვეთმა მოინდომა, რომ აქცენტი პირველ სართულზე გაკეთებულიყო და ბნელი და უხერხული სამზარეულოს ტერიტორია ნათელი სივრცით შეცვლილიყო. ეს მისია Novak Hiles Architects-მა იკისრა, რომელმაც ახალი, ღია ტიპის სამზარეულო და სასადილო სივრცე დააპროექტა. შედეგად, ახლა ეს ადგილი ბევრად უფრო ორგანიზებულად და ფართედ გამოიყურება. აქაური ფანჯრები და მინის კარი უზრუნველყოფს ბაღის ხედს მთელ ტერიტორიაზე.

საბოლოო ჯამში, მსგავსი გეგმარება აჩენს ერთიან შეგრძნებას ექსტერიერსა და ინტერიერში. რაც შეეხება შენობის ექსტერიერს, ის მშვიდი, ღია ვარდისფერი ტონის კერამიკული ფილებითაა მოპირკეტებული, რაც ძალიან ორგანულად ერწყმის ბაღს.

უშუალოდ სამზარეულოს ნაწილი და მისი კარადები ღია ჭაობისფერ ფერშია გადაწყვეტილი, რაც ასევე ამძაფრებს გარე და შიდა სივრცის ერთიანობის განცდას. სამზარეულოს კარადებს შორის შიდა კერამიკული ფილები კი მუქ მწვანე ფერშია შესრულებული. ნათელ ფერებთან კარგადაა შერწყმული ღია ფერის ხის სასადილო მაგიდა და სკამები.

არქიტექტურული სტუდია: Novak Hiles Architects

Cedit – 60 წლიანი ისტორიის მქონე კერამიკული ფილების ბრენდი

განახლებული გუდიაშვილის მოედანი – “არტსტუდიო პროექტის” ნამუშევარი