in

10 ადგილი თბილისში, სადაც ჰამაკს შეიძენთ

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბუნებაში დიდ დროს ვატარებთ. ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ექსტერიერის კეთილმოწყობას ვუთმობთ და ვცდილობთ, გარემო კომფორტულად, სასიამოვნოდ და მყუდროდ მოვაწყოთ. ჰამაკი ეზოს განუყოფელი ატრიბუტია. იგი განტვირთვისა და დასვენების იდეალური საშუალებაა. დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც ზაფხულისთვის ზედგამოჭრილ ამ ნივთს შეიძენთ.

1. VELI. store

VELI.store“ ის ადგილია, სადაც თქვენთვის სასურველ უამრავ ნივთს შეიძენთ და, რაც მთავარია, სწრაფად და მარტივად. ციფრული გაყიდვების პლატფორმაზე ჰამაკების მრავალფეროვანი კოლექციაც დაგხვდებათ, რომლიდანაც სასურველის ამორჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

2. JYSK

თუ სუფთა ჰაერზე დასვენება განსაკუთრებულად გიყვართ, მაშინ გირჩევთ, ჰამაკი აუცილებლად იქონიოთ. სკანდინავიური სტილით შთაგონებული ჰამაკები, რომლებიც „JYSK“-ის შოურუმში დაგხვდებათ, თქვენს ეზოს მეტ მომხიბვლელობასა და მყუდროებას შესძენს.

3. ICR HOME

ეზოსა და ბაღში მეგობრებთან დროის გატარებას, ან განმარტოებასა და წიგნის კითხვას არაფერი სჯობს. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ხარისხიანი ჰამაკი, რომელიც თავსაც კომფორტულად გაგრძნობინებთ და გარემოსაც გაგილამაზებთ. გამორჩეული დიზაინის ჰამაკების შეძენა „ICR HOME“-ში შეგიძლიათ.

4. ნოვა 

ნოვა“ კიდევ ერთი ადგილია, სადაც ჰამაკების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. დამღლელი დღის შემდეგ, მოხერხებულ ჰამაკში მოკალათებული, მშვენიერ განტვირთვას მოიწყობთ და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროსაც გაატარებთ.

5. ჰაიკერი 

ჰაიკერი“ ლაშქრობისათვის საჭირო ყველა ინვენტარს გთავაზობთ. მათ შორისაა კომფორტული ჰამაკებიც, რომლებიც ბუნებაში მოგზაურობას კიდევ უფრო გაგიმრავალფეროვნებთ.

6. Mihouse

ვფიქრობთ, ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარი ჰამაკია, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანებს ბუნებაში ყოფნას შეაყვარებს და სრულყოფილ განტვირთვაშიც დაეხმარება. „Mihouse“-ი ის ადგილია, სადაც სასურველ ჰამაკს სიამოვნებით შეარჩევთ.

7. Bricorama 

Bricorama“ კიდევ ერთი საინტერესო სივრცეა, რომელიც  განსხვავებული დიზაინის ფერად მოდელებს გთავაზობთ, რომლებსაც ექსტერიერს მიუსადაგებთ და საცხოვრებელს უფრო მიმზიდველს გახდით.

8. გორგია 

გორგია“ საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის – განსხვავებული დიზაინის ჰამაკებსაც, რომლებიც ყოველდღიურობას გაგიფერადებთ.

9. დომინო

დომინო“, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციასთან ერთად, ექსტერიერის აქსესუარებსაც გთავაზობთ, ამიტომ, თუ ჰამაკის შეძენა გადაწყვიტეთ, ჰიპერმარკეტს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

10. ციტრუსი

ციტრუსში“ არაერთ საინტერესო ნივთს შეხვდებით, რომელთა შორის დახვეწილი დიზაინის ჰამაკებიცაა. ხარისხიანი პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში დაამშვენებს თქვენს ეზოს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მომხიბვლელი ბინა სხვენში სტოკჰოლმის ისტორიულ შენობაში

სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 25 მაისს ახალი სერია, „პრესტიჟი“ და მისი პირველი პროექტი, „პრესტიჟი კოსტავაზე“, წარადგინა