in ,

Homeis-ის 3 რჩეული ბინა ტერასით Airbnb-ზე

Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით ჰოსთი ყავს და მსოფლიოს 81 000 ქალაქში შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება და ხშირად ვხვდებით აპლიკაციაში დიზაინერულად მოწყობილ ბინებს და სახლებს.

Banner M2
Banner M2

თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და დაიდო ბევრი საინტერესო ბინა, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს.

სტატიაში გთავაზობთ ჩვენ მიერ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას Airbnb-ზე, რომლებსაც გასაოცარი ტერასები აქვთ:

 

სახლი კლდისუბანში

სახლი მდებარეობს თბილისის ისტორიული უბნის ცენტრში, ათეშგას უკან. სამსართულიანი სახლის ინტერიერში ტრადიციული ელემენტები ჭარბობს, ტერასიდან კი პანორამული ხედები იშლება ძველ თბილისზე.

 

სტუდიო უზნაძის ქუჩაზე

ბინა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. სტუდიოს თანამედროვე, ჰიფსტერული ინტერიერი აქვს. დამსვენებლები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის დიდ, ფერად ტერასას.

 

ბინა ძველ თბილისში

ბინა რომელიც თბილისის ყველაზე ტურისტულ ნაწილში მდებარეობს, 100 კვადრატული მეტრია და აქვს დიდი ტერასა, საიდანაც თბილისის ისტორიული ნაწილის ხედი იშლება.

 

სახლი ვაკის პარკთან

ფერი, ფსიქოლოგია, დიზაინი