in

ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური კერამიკული ფილები? – რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ არჩევნის გაკეთებამდე

კერამიკული ფილები ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მასალაა. თანამედროვე ბაზარზე ფილების ნაირსახეობას ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთისგან უამრავი ფაქტორით განსხვავდება. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს არჩევანი ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ფილებს შორის და რომელი მათგანის გამოყენება იქნება უმჯობესი.

კერამიკულ ფილას შეუძლია ოთახში სივრცის ილუზიის შექმნა. ძირითადად, მას აბაზანისა და სამზარეულოსთვის იყენებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს ოთახები შედარებით მცირე ზომისაა, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ, რათა საბოლოო შედეგმა პროპორციები არ დაარღვიოს და უკვე მცირე სივრცე კიდევ უფრო არ შეამციროს.

ვერტიკალური ფილების გამოყენება ჰორიზონტალურისგან ძალიან განსხვავებულ ეფექტს ქმნის. ამავდროულად, ორივე მათგანს შეუძლია “თვალის მოტყუება”. მაგალითად, თუ ოთახში დაბალი ჭერი გაქვთ, ვერტიკალური კერამიკული ფილები დაგეხმარებათ იმაში, რომ სიმაღლე ვიზუალურად გაზარდოთ, რადგან ის სიმაღლის ილუზიას იძლევა. თუმცა პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ფილის ვერტიკალური დიზაინი სივრცეს ავიწროებს, ამიტომ წინასწარ უნდა განსაზღვროთ თუ როგორი შედეგის მიღება გსურთ.

მეორე მხრივ, ჰორიზონტალურ ფილებს საპირისპირო ეფექტი აქვთ. ისინი იძლევიან სიგანის ილუზიას, ამიტომ თუ თქვენთვის სასურველი ოთახის სივრცე შედარებით მცირეა, ექსპერტები სწორედ ჰორიზონტალური კერამიკული ფილების გამოყენებას გირჩევენ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით ეფექტურია პატარა ზომის აბაზანის ვიზუალურად გასადიდებლად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კერამიკული ფილების შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ, თავად ფილის ზომაა, რადგან ის ძალიან დიდ როლს ასრულებს სივრცის ილუზიის შექმნაში. ფილის დიზაინი დიდ გავლენას ახდენს ზომაზე, მაგრამ რაოდენობა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია.

ხშირად მიაჩნიათ, რომ პატარა ზომის აბაზანა, სამზარეულო ან სხვა ოთახები პატარა ზომის კერამიკულ ფილებს ითხოვს, რაც არასწორი მიდგომაა და სინამდვილეში პირიქით, ამ შემთხვევაში დიდი ზომის ფილების გამოყენება ბევრად უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა.

ასე რომ, რემონტის დაწყებამდე და კერამიკული ფილების შეძენამდე კარგად განსაზღვრეთ რა არის თქვენი საბოლოო მიზანი, თუ სივრცის ვიზუალურად გადიდება გსურთ, გირჩევთ, ჰორიზონტალური ფილები გამოიყენოთ, ხოლო დაბალი ჭერის „გასადიდებლად“ უმჯობესია ვერტიკალური დიზაინის მქონე მასალის შეძენა.

ადამიანი და ინდივიდუალიზმი, როგორც დიზაინის ამოსავალი წერტილი — ინტერვიუ ნათია ობოლაძესთან

ბიოკლიმატური პრინციპების გათვალისწინებით შექმნილი ვილა ვიეტნამში – Kanopea Architecture Studio-სა და T3 ARCHITECTS-ის პროექტი