in

ინტერიერიში ხის ფანერის გამოყენების 6 ვარიანტი

ფანერა (plywood) ხის ვინირის გადამუშავებით დამზადებული კომპოზიტური მასალაა, მისი სახელწოდებაც მოდის ფრანგული სიტყვიდან Plier და ნიშნავს დაკეცვას. თავიდან მას მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოებში იყენებდნენ, დღეს კი დიზაინერები ხშირად ამზადებენ მისგან ავეჯს და ასევე იყენებენ როგორც მოსაპირკეთებელ მასალას. ფანერა გამოირჩევა ექსტრემალური მოქნილობით, არის წყალგამძლე და ადვილად მოსავლელი.

მასალამ, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ავეჯის ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი დიზაინერები როგორებიც არიან ალვარ აალტო, ჩარლს და რეი იმსები, ფრენკ გერი მრავალი ექსპერიმენტი გაიარა და დღეს უფრო მეტი რამის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მანამდე.

Armchair Paimio – Alvar Aalto

Lounge wood chair – Ch. and R. Eames
Hat Trick Chair – Frank Gehry

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ინტერიერში:

კედლის და ჭერის მოპირკეთება

ფანერა თავისი პრაქტიკულობის გარდა საკმაოდ კარგი ვიზუალის ტექსტურითაც გამოირჩევა, მისი გამოყენება მოსაპირკეთებელ მასალად საინტერესო აქცენტს სძენს ინტერიერს. ხშირად იყენებენ მას სხვადასხვა ფერის ღებვასთან, აგურთან და ბეტონთან ერთად.

ავეჯი

მე-20 საუკუნე შეგვიძლია მივიჩნიოთ ფანერის აღმოჩენად ავეჯის წარმოებაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ პლასტმასია ისეთივე მოქნილი და გამძლე მასალა როგორიც ფანერა. დიდი პლიუსია ასევე მისი მსუბუქი წონა, დაბალი ფასი და ის, რომ ძალიან ადვილად იღებება.

სტრუქტურული ელემენტი

გამძლეობის გამო ხშირად მას საყრდენ მასალადაც იყენებენ. იგი კარგად მუშაობს დატვირთვებზე, ამიტომ ხშირად ვხვდებით ფანერისგან დამზადებულ კიბეებს, კარადებსა თუ ტიხრებს. ფანერის გამძლეობას მისი სისქე განაპირობებს.

ფანჯრის მოპირკეთება

ფანჯრის რაფების ფანერით მოპირკეთება არამხოლოდ ვიზუალურად არის სასიამოვნო, არამედ მისი პრაქტიკულობის გამოც. ტრადიციული ხისგან განსხვავებით ბევრად ადვილი მოსავლელია და მისი ფორმირებაც ბევრად მარტივია.

სანათები

ფანერის პლასტიურობამ ძალიან მიიზიდა სანათის მწარმოებლები და ხშირად იყენებენ ჭაღების დიზაინშიც.

ინტერიერში შეჭრილი ხეები

“Kennedy Nolan”-ის საინტერესო ბალანსი ძველსა და ახალს შორის