in

“Kennedy Nolan”-ის საინტერესო ბალანსი ძველსა და ახალს შორის

ავსტრალიურმა არქიტექტურულმა ფირმამ “Kennedy Nolan”-მა მელბურნის შუაგულში მდებარე 1900-იანი წლების სახლი თამამი შტრიხებით გაარემონტა. სახლის ზედა სართული ხის მასალითაა შემოსილი, რაც გარკვეულწილად საინტერესო მინიშნებას აკეთებს თავდაპირველი სახლის ისტორიაზე.

სახლების პანელებით შემოსვა ავსტრალიის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია. არქიტექტორებმა ეს შტრიხი მთლიანად არ წაშალეს და ფასადის ნაწილს თეთრი აგურის ელემენტები შემატეს. ასევე, მანამდე არსებული ფანჯრები და კარები რადიკალურად შეცვალეს მრგვალი და თაღოვანი ფორმებით.

სახლის მთავარი აქცენტი მალაქიტის ფერი მრგვალი აუზია, რომელიც იდეალურად ერწყმის სახლის ინტერიერს და ფასადს. ხაზგასასმელია რკინის უჯრედი, რომელიც აუზთან მიმდებარე სივრცეშია მოქცეული და ასევე მწვანე ფერისაა.

ფოტო: Derek Swalwell

ინტერიერიში ხის ფანერის გამოყენების 6 ვარიანტი

10 გამორჩეული მინიმალისტური ინტერიერი